71 წლის ასაკში, გარდაიცვალა კლასიკური როკის ლეგენდა, კლავიშებზე შემსრულებელი, მუსიკოსი და კომპოზიტორი, ლეგენდარული ბრიტანული სუპერ-როკ-ჯგუფ DEEP PURPLE-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი (რიჩი ბლაქმორთან ერთად) ჯონ ლორდი (John Lord).

რამდენიმე ხნის წინ ბრიტანელმა ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

ჯონ ლორდი 1968-2002 წლებში DEEP PURPLE-ში მოღვაწეობდა. 1978-1984 წლებში ლორდი ჯორჯ ჰარისონთან, დევიდ გილმორთან და ჯგუფთან „Whitesnake” თანამშრომლობდა.

ის ასევე უკრავდა ჯგუფ Whitesnake-ში, თანამშრომლობდა ჯორჯ ჰარისონთან, დეივიდ გილმორთან და ჯგუფ Nazareth-თან.

1984 წელს ჯონ ლორდი Deep Purple-ს დაუბრუნდა. კლავიშებზე შემსრულებელმა ჯგუფი საბოლოოდ 2002 წელს დატოვა, რომლის შემდეგაც სოლო კარიერა განაგრძო.

Deep Purple In Concert With The London Symphony Orchestra Live At The Albert Hall

კომენტარები