გიორგი დიდებაშვილის ოჯახი 60 წელია ანაკლიაში ცხოვრობს. სახლი და 1ჰექტარზე მეტი ოდენობის მიწის ნაკვეთი თავიდან მამამისის, ამირან დიდებაშვილის საკუთრებას წარმოადგენდა.

მისი გარდაცვალების შემდეგ საკუთრების გადაფორმება ამირან დიდებაშვილის მეუღლემ ნარგიზა ქუთელიამ სცადა, თუმცა საკუთრების მის სახელზე რეგისტრირებაზე უარი უთხრეს.

“როგორც ზუგდიდის საჯარო რესსტრში დედაჩემს განუცხადეს, რეგისტრაცია დროებით შეჩერებულიაო, მსგავსი პრობლემა ანაკლიაში ბევრ მოსახლეს აქვს, ზოგიერთმა მათგანმა პრობლემა თბილისში რეესტრის ცენტრალურ ოფისის საშუალებით გადაჭრა”– აცხადებს tspress- თან საუბრისას.

დიდებაშვილს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები: საარქივო ცნობა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სარეგისტრაციო მოწმობა აქვს.

კომენტარები