ჟურნალისტ ია ანთაძის განცხადებით, ყველა ორგანიზაციაში შეიძლება მოხდეს, შიდასაორგანიზაციო საკითხებზე კონფლიქტი, მაგრამ როცა გათავისუფლებული ადამიანი არ ადასტურებს აღნიშნულს და როცა ორგანიზაცია კომპეტენტურ კადრს ათავისუფლებს, ურთერთობები არაფერ შუაშია, უფრო ღრმა მიზეზებია საძიებო.

ანთაძის განმარტებით, რას უკავშირებს და რა გახდა მისი გათავისუფლებსი მიზეზები, თავად ნინა ხატისკაცმა უნდა ისაუბროს.

“ნინა ხატისკაცს საკმაოდ კარგად იცნობს საზოგადოება და მისი განმარტებით, მის მიმართ ნდობა კი არ უნდა შეირყეს, არამედ, გაიზარდოს,”– განმარტავს ანთაძე.

ნანა ბიგანიშვილი“სტუდია მონიტორის” ჟურნალისტ ნანა ბიგანიშვილის განცხადებით, “მონიტორი” ხატისკაცთან თანამშრომლობდა და ხშირად მიმართავდა ბიზნესის ზეწოლის, საკუთრების ხელყოფა–დაცვის საკითხებზე კონსულტაციისთვის.

მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში მხოლოდ საორგანიზაციო საკითხების მიზეზით პროფესიონალი კადრის გათავისუფლება არის გაუგებარი.

“ვფიქრობ უფრო სერიოზული მიზეზი უნდა ყოფილიყო. პასუხი, რაც მათ გაავრცელეს გასაგებია და გამოხატავს მათ პოზიციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო კონკრეტულ მიზეზებზე ისაუბრობდნენ,”– აცხადებს ბიგანიშვილი.

თამარ კორძაიაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორის, თამარ კორძაიას განცახდებით, როცა ადამაინის უფლებების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციაში იქ მომუშავე ადამიანის უფლებები ირღვევა, ხატისკაცი მისი გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზებს არ იზიარებს, მაღალი საზოგადოებრვი ინტერესიდან გაომდინარე, ორგანიზაციამ გათავისუფლების საფუძვლები და კონკრეტული მიზეზები უნდა წარმოადგინოს. კორძაიას განცახდებით, მისთვის “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განმარტებები კითხვის ნიშნებს ბადებს.

“მიუხედევად იმისა, რომ ეს არის ორგანიზაციის შრომითი ურთიერთობის ნაწილი, მართლაც გაუგებარია წინასაარჩევნო პერიოდში გაუშვა კომპეტენტური ადამიანი, რომელიც სწორედ საარჩევნო პროექტს ხელმძღვანელობს, იმისათვის, რომ ეს გააკეთო, საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტი უნდა ქონდეს,” – აცახდებს კორძაია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” (TI) პროგრამის მენეჯერი, ნინა ხატისკაცი, დაკავებული თანამდებობიდან 23 ივლისს გაათავისუფლეს.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაური ხატისკაცის გათავისუფლების მიზეზად, ორგანიზაციის შიდა საორგანიზაციო საკითხებს ასახელებს და არა პოზიციის შეუთავსებლობას. თუმცა, გათავისუფლების მიზეზებზე უფრო კონკრეტულად არ საუბრობს.

ხატისკაცი ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას არ ეტანხმება და მიაჩნია, რომ მისი გათავისუფლება საფუძვლიანი არაა.

კომენტარები