ბათუმის მერია წელს 96 000 ლარის ღირებულების საჩუქრებს დაარიგებს

ბათუმის მერია წელს 96 000 ლარის ღირებულების საჩუქრებს დაარიგებს. ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ შპს “პრინტ-ოფისი” მონაწილეობდა და გამარჯვებულიც ის გახდა.

სასაჩუქრე პაკეტში შედის 1200 ცალი ბლოკნოტი ბურთულიანი კალმით, 1200 ცალი ბრელოკი, 1000 ცალი რელიეფური მაგნიტური ფილა, 1000 ცალი კეპი, 1000 ცალი მაისური, 1000 ცალი ვიმპელი სადგამით, 1000 ცალი სასაჩუქრე ჩანთა, ასევე, 1000-1000 ცალი ფაიფურის ჭიქა სასაჩუქრე კოლოფში, ქვესადგამი “ახალი ბათუმის” გამოსახულებით, ქვესადგამი “ძველი ბათუმის” გამოსახულებით, სასაჩუქრე მოლბერტი და საქაღალდე.

კომპანიამ მერიას სასაჩუქრე პაკეტი 18 სექტემბრამდე უნდა მიაწოდოს.

კომენტარები