საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღის გამოცხადების დღეს, 1 აგვისტოს, ფოთის მერიამ ცენტრალური ხელისუფლებისგან, “რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან” 500 ათასი ლარი მიიღო. რამდენიმე დღით ადრე, 27ივლისს კი, პრეზიდენტის ფონდიდან– 400 ათასი ლარი. ოპოზიციისა და ექსპერტების თქმით, ბიუჯეტში ცვლილება საარჩევნო მიზანს ემსახურება.

ბიუჯეტში ცვლილება არჩევნების გამოცხადების დღეს შეიტანეს და თანხები სოცილაურ და ჯანდაცვის პროგრამებსა და ინფრასტრუქტურულ, გარეგანათების სამუშაოებზე გადაანაწილეს.

ივლისის თვის ბოლოს, სოციალურ– ჯანდაცვის პროგრამა 30თასი ლარით უკვე მეორედ გაიზარდა. ამ შემთხვევაში თანხა მოსახლების სტაციონალური მკურნალობის ხარჯებს დაემატა და 250 ათას ლარამდე გაიზარდა. წლის ბოლომდე, პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას უფრო მეტი ბენეფიციალი მიიღებს.

ტრანსფერით მიღებული თანხით, საკრებულომ გამწვანების ხარჯები 10 ათასი ლარით გაზარდა, კორპუსების სადარბაზოებში განათების სისტემის მოწყობისთვის კი, 53 ათასი ლარი გამოყო.

მიღებული ტრანსფერით მერია უფრო მეტი საცხოვრებელი ბინების ფასადების სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს, დაფინანსება 134 ათასი ლარით გაზარდა და ამჟამდ, 531 ათასი ლარი ცენტრალურ ქუჩებზე განთავსებული ბინების ფასადებს მოხმარდება.

ბიუჯეტში შესული ბოლო ცვლილებით, არჩევნებამდე ხელისუფლება ქალაქის განათებასაც გეგმავს, რუსთაველის რკალსა და აღმაშენებლის ქუჩაზე შენობებსა და გამწვანებებზე განათებისთვის, დაახლოებით 300 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, გოჩა დოლბაიას განცხადებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსური დახმარებების გათვალისწინებით, ცხადია, რომ ფინანსების გამოყოფა საარჩევნო მიზნისთვის ხდება, რასაც ის საბიუჯეტო სახსრებით ამომრჩევლის მოსყიდვას უწოდებს, სოციალურ– ჯანდაცვის პროგრამების გაზრდას, რომლის მიხედვით მოსახლეობას მატერიალური დახმარებას უწევენ.

ამ დროსითვის ფოთის ბიუჯეტს ტრანსფერის სახით ცენტრალური ბიუჯეტიდან 4 მლნ 25 ათასი ლარი აქვს მიღებული, გეგმის თანახმად, ხელისუფლება წინა წელთან შედარებით 1მლნ ლარით მეტი თანხის მიღებას გეგმავს. გასულ წელს მერიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13მლნ ლარის ოდენობის გრანტი მიიღო.

საკრებულოს სხდომას, სადაც ბიუჯეტში აღნიშნული ცვლილებები შევიდა ოპოზიციიდან, მოლოდ დოლბაია ესწრებოდა. “ქრისტიან–დემოკრატების” წარმომადგენლის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ლაშა ბერაიას განცხადებით, სხდომის შესახებ მისთვის არ შუტყობინებიათ.

სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია საკრებულოს ოფიცალურ ვებგვერდზე, სხდომის დასრულებიდან რამდენიმე საათში დაიდო, თუმცა, განხილული საკითხების ნაცვლად, გვერდზე ანონსი და სხდომის ჩატარების დრო განათავსეს. სხდომის გამართვის შესახებ მედიის წარმომადგენლები არ გაუფრთხილებიათ. მიზეზად საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გაუგებრობა დაასახელა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ოთარ კონჯარიას განცხადებით, როცა პრეზიდენტის ფონდიდან თანხა ზემოაღნიშნულ სამუშაოებისთვის გამოიყოფა, არსებობს ვარაუდი, რომ სხვა ფონდებიდან მიღებული ფინანსურ დახმარებების მსგავსად, საარჩევნო მიზანს ემსახურება.

კონჯარია იამსაც განმარატვს, რომ არჩევნების გამოცხადების დროიდან ბიუჯეტში ნებისმიერი სახის ცვლილება კანონით იკრძალება და რამოდენიმე საათის შმდეგაც, რომ განხორციელდეს კანონი მისი ბათილობის საშუალებას იძლევა.

ამავე თემაზე:

წინასაარჩევნოდ გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯებ

წინასაარჩევნოდ გაზრდილი გაუთვალისწინებელი კულტურული ღონისძიებების ხარჯები

კომენტარები