“დასანანია, რომ უდიდესი თანხა, რომელიც ხელისუფლებამ ბათუმში ახალ მშენებლობებზე დახარჯა, საბოლოოდ, არა იმდენად მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება, რამდენადაც ერთი კაცის კომფორტსა და პატივმოყვარეობას”– განაცხადა ბათუმის აქციაზე ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ბათუმი ერთი კაცის, სააკაშვილის ამბიციებისა და ფანტაზიების პოლიგონად არის ქცეული.

–”განა არ შეიძლება აშენო ისე, რომ ქალაქის მოსახლეობა არ დააზარალო, არ დააზიანო ბათუმის ისტორიული იერ-სახე და განუმეორებელი კოლორიტი, ტლანქად არ ჩაერიო ურბანულ სტრუქტურაში და პრიმიტიული, უგემოვნო მიმბაძველობის მაგალითები არ დაუტოვო შთამომავლობას, დასანანია, რომ უკონტროლოდ დახარჯულმა მილიონებმა, რომელიც ასეთ გაუაზრებელ და უსისტემო განაშენიანებას მოხმარდა, მოსახლეობას, თითოეულ თქვენგანს, ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა”– განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, დანაშაულია, რომ აჭარისთვის ხელისუფლებამ კაზინოებისა და ნახევრად ლეგალური საროსკიპოების გარდა რა სხვა ფუნქცია ვერ მოიფიქრა.

“თქვენ, ბათუმელებო, ამაყად და თავისუფლად ივლით ბათუმის ქუჩებში და თქვენ იქნებით ამ ქალაქის ბატონ-პატრონი, და არავინ იქნება თქვენი მეტოქე წვიმის გარდა” – აღნიშნა ივანიშვილმა

“ქართული ოცნების” აქცია ბათუმში წვიმაში მიმდინარეობდა, თუმცა წვიმის მიუხედავად აქციის მონაწილეები არ დაშლილან.

კომენტარები