ბათუმში დაგეგმილ აქციაზე ბიძინა ივანიშვილმა მეზობელ ქვეყნებში სამუშაოდ წასულ ქართველებზე და საქართველოში ინვესტიციების განხორცილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება თავისი მოქალაქეების მიმართ აშკარად დისკრიმინაციულად მოქმედებს.

–”ინვესტიციების ხელშეწყობა ძალიან კარგია, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე. არც ერთი თავმოყვარე სახელმწიფო ასე არ იქცევა, არც დასავლეთში და არც აღმოსავლეთში.

სამარცხვინოა ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომ მისი მაღალკვალიფიციური მოქალაქეები მეზობელ ქვეყანაში ლუკმა-პურისთვის გადახვეწილები, მათთვის შეუფერებელ, შავ სამუშაოს ასრულებენ წარმოუდგენლად მცირე ანაზღაურების ფასად.

მაგრამ, კიდევ უფრო სამარცხვინოა, როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქეები სრულიად დაუმსახურებელად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან აქ, მშობლიურ მიწაზე”– განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში “ქართული ოცნება” შეცვლის შრომის კოდექსს ისე, რომ არც ერთ დამქირავებელს აღარ შეეძლება დაქირავებულის უფლებების შელახვა.

“ჩვენ აღვადგენთ სამართლებრივ და უფლებრივ წონასწორობას დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის. ვეღარავინ გაბედავს ჩვენი მოქალაქის ან სტუმრის დაჩაგვრას და შეურაცხყოფას, ეს დამთავრდება.”– განაცხადა ივანიშვილმა

კომენტარები