2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ პრეზიდენტმა გორის სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. “დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში მოუშუშებელი იარაა”. აღნიშნულზე ინფრომაცია pirweli.com.ge– მ გაავრცელა.

–”დღეს ყველანი ერთად აქ გორში, ერთ დროს მიწასთან გასწორებულ და ხელახლა აღდგენილ აკადემიაში ჩვენ შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს. ვისაუბროთ 2008 წლის ომის მორიგ წლისთავზე. დღევანდელი დღე უახლესია საქართველოს ისტორიის ათასობით შავ დღეს შორის, როდესაც მტერი გასანადგურებლად დაესხა თავს ჩვენს ქვეყანას. იმ დღეთა შორის დღევანდელი ყველაზე მტკივნეული და ყველაზე მოუშუშებელია. ჩვენი ისტორია თავისუფლებისთვის დაღვრილი სისხლით არის დაწერილი და 2008 წლის 7 აგვისტოს კიდევ ერთი ასეთი ფურცელი შეემატა ჩვენს მატიანეს. ეს მართლაც მოუშუშებელი იარაა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

2008 წლის აგვისტოს ორდღიანი ომი 7აგვისტოს ცხინვალის რეგიონში დაიწყო. 8აგვისტოს ღამით დაიბომბა ფოთის პორტი და სენაკის სამხედრო ბაზა.

კომენტარები