როგორც გახოკიძე წერილში აღნიშნავს, ივანიშვილის სტუმრობა ფოთში მისთვის და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მოულოდნელი იყო და აღნიშნულზე ინფორმირებულები არ იყვნენ. ამიტომ მიაჩნია, რომ კოალიცია მეორე პლანზე იყო გადაწეული, რასაც საარჩევნო შტაბის მუშაობით ხსნის.

“ვგონებ, რომ მსგავსი პიარის დროს აუცილებელი გათვლა უნდა კეთდებოდეს, როგორც დაგეგმარებაზე ღონისძიების, ასევე უნდა ხდებოდეს იმ ტექსტების კორექტირება, რომელიც ხდება საზოგადოებისთვის წარსადგენი. მეორე პლანზე გახლდათ გადაწეული თავად კოალიცია „ქართული ოცნების“ ინიციატივა. შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ქალბატონი ეკა თქვენთან არაფერ შუაში არ იყო,”– აღნიშნულია წერილში.

გახოკიძე წერილში ივანიშვილს ფოთელებისადმი მიმართვასაც ეხმიანება იმის შესახებ, რომ არჩეევნების დასრულებამდე და ხელისუფლებაში მოსვლამდე, ბესელიას კითხვები არ დაუსვან. თუ მაჟორიტარი დეპუტატისადმი არსებობს კითხვები, საზოგადოებას ის უნდა დასვას და პასუხებიც უნდა მიიღოს.

“მახსენდება თქვენ მიერ წარმოთქმული სიტყვები და მიმართვა ჩემი თანაქალაქელებისათვის და არა მარტო მათთვის: „კითხვები ქალბატონი ეკას მიმართ, რომლებიც არსებობდა მის მამართ, დროებით გადავდოთ და არ დავსვათ. შესაბამისად, მერე სახელმწიფო მოგხედავთო! მაშ ეკა ვინ არის? ეკამ არ უნდა მიხედოს ქალაქს? თქვენი იმედი მაქვს ბატონო ბიძინა და ყოველთვის მექნება, მაგრამ ერთი არწივის იმედზე…. მაშ, რად გვინდა დეპუტატი თუ მას კითხვები არ დავუსვით ან მიღებებზე კარი მიგვიხურა? ასეთებით „განებივრებულები“ ადრეც ვიყავით. და თუ ახლა გვიჩნდება კითხვები, მათ რა ვუყოთ?”– აღნიშნავს გახოკიძე.

ეკა ბესელიას განცხადებით, ის გიორგი გახოკიძეს პირადად არ იცნობს, მისი თქმით, გახოკიძე მას სოციალურ ქსელში პირად მიმოწერაში უგზავნის წერილებს, თუმცა, მსგავსი საკითხი გახოკიძეს მასთან არ დაუყენებია.

ბესელია განმარტავს, რომ ივანიშვილის ჩამოსვლა დაზუსტებული არ იყო და ამიტომ ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მისი ჩამოუსვლელობის შემთხვევაში, უხერხულობას გამოიწვევდა.

“ეს სურპირიზი გაცილებით სასიამოვნო აღმოჩნდა,”– აღნიშნა TSpress-თან საუბრისას ბესელიამ.

მისი განცხადებით, ივანიშვილმა თავისი მოწოდებით, დროის შესატყვის სწორი აქცენტები გააკეთა, თუმცა, მისი თქმით, ის მზადაა ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

“ივანიშვილმა სწორი აქცენტები გააკეთა, რომ ახლა არ არის განჩინების, განხილვების დრო. ახლა არ არის დებატების დრო, იმდენად მცირე დროს რჩება არჩევნებამდე, ისედაც დაქსასულია ჩვენი საზოგადოება. ეს არის სწორი პოზიცია, მაგრამ არ არსებობს კითხვა ჩემთან დაკავშირებით, რომელზედაც მე მაქვს პასუხი უხერხულად გასაცემი. თუ ასეთი კითხვები არსებობს შეგიძლიატ თქვენც დასვათ და ნებისმიერ ადამიანს. ვერცერტი ჯგუფი საზოგადოების ვერ მეტყვის მე, რომ მე მაქვს რაიმე კომპრომისი დასვებული მორალურ ან საზოგადოებრივ ღირებულებეზე,”– განმარტავს ბესელია.

მისი თქმით, შესაძლოა საზოგადოების ნაწილს არ მოსწონდა ის ადამიანები, ვის ინტერესებსაც ბესელია წლების განმვალობაში იცავდა, მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილის, თუმცა, აქვე დასძენს, რომ ეს პოლიტიკური გემოვნების საკითხია.

გიორგი გახოკიძე “ქართული ოცნების”ფოთის ორგანიზაციის წევრია. ის მაჟორიტარ კანდიდატად ეკა ბესელიას წარდგენამდე და საარჩევნო შტაბის გახსნამდე ქალაქში კოალიციის სახელით აქტიურობდა და ოფისის სხვა წევრებთან, ლელა ებრალიძესთან, დალი ებრალიძესთან, ზურა
დონდოლაძესთან და ფრიდონ კვარაცხელიასთან ერთად, სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებდა.

ადგილობრივ ორგანიზაციაში ბესელიას წარდგენამ უკმაყოფილება თავიდანვე გამოიწვია, ზოგიერთი მათგანი სოციალურ ქსელებში გარიგებებზე, კლანის გამოჩენასა და მსგავს ბრალდებებზე ალაპარაკდა. ბესელიამ ჩამოსვლიდან რამდენიმე ხანში, ახალი ოფისი იქირავა და დახვედრილ პარტიულ აქტივისტებს გამოეყო. სხვა აქტივისტების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მას უსიამოვნო საუბარი ჰქონდა დებ ებრალიძეებთან. ეე უკანასკნელნი ბესელიას არც ერთ აქტივობაზე არ ესწრებიან და ძირითად ოფისში მოღვაწეობას მხარდამჭერებად განაგრძობენ.

ბესელიას თქმით, აღნიშნული წარსულში იყო და ახლა ამაზე კომენტარის გაკეთებას აზრი არა აქვს. მისი თქმით, “ქართული ოცნების” ადგილობრივი ოფისი და საარჩევნო შტაბი ჩვეულებრივ თანამშრომლობს.

“გახოკიძე შტაბში არ მოსულა. ჩვენ ყველასთან ვთანამშრომლობთ… მოსვლისთანავე გამოვთქვით სურვილი ყველასთან თანამშრომლობის,”– აღნიშნავს ბესელია.

კომენტარები