ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ბლოკს „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნებას” 41-ე რიგითი ნომერი მიანიჭა. “ქართული ოცნების” ლიდერების თქმით, ცესკომ ბლოკის საარჩევნო ნომერი 7 ხელისუფლების დაკვეთით შეცვალა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კოალიცია სასამართლოში გაასაჩივრებს.

“ქართული ოცნების” ლიდერებმა და აქტივისტებმა 7- ის ნაცვლად 41 მინიჭება ცესკოს შენობასთან გააპროტესტა.

ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ცესკოს გადაწყვეტიელბას, კოალიცია სასამართლოში გაასაჩივრებს.

კოალიციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო ნომრის შეცვლა ფინანსურ ზარალთან არის დაკავშირებული, ვინაიდან წინასაარჩევნოდ უკვე დამზადებულ მაისურებზე დატანილია 7-იანი, ასევე, ბუკლეტებშიც საარჩევნო ნომრად მითითებულია 7.

მათი განმარტებით, კოალიცია საბანკო ანგარიშების დაყადაღების გამო სხვა ატრიბუტიკას ვერ დაამზადებს

კომენტარები