საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოუწოდა მორწმუნეებს ლოცვების გაძლიერებისკენ მოუწოდა.

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქმა სიონის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ მრევლთან იქადაგა და ღვთისმშობლის მიერ საქართველოს მფარველობის შესახებ ისაუბრა.

“ქართველებმა რა დავიმსახურეთ იმის ფასი, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია საქართველოს მფარველი. რა თქმა უნდა, ამის ღირსი არ ვართ, მაგრამ ეს უფალმა დაუშვა ჩვენზე”, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ.

მან ლოცვების მრევლს ლოცვების გაძლიერებისკენ მოუწოდა.

„აი, მოგვიახლოვდა არჩევნები, გავაძლიეროთ ლოცვები. მივმართავ თხოვნით სასულიერო პირებს, ყოველდღე ჩაატარონ წირვა-ლოცვა და მრევლს – იკითხონ სახარება და ფსალმუნები და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს, რაიმე ცუდი მოხდეს საქართველოში”, – ბრძანა უწმიდესმა.

პატრიარქის განცხადებით, მრავალი ერი დღეს აღარ არსებობს, საქართველოს კი ღვთისმშობელი შეეწევა, ქართველი ერი ღვთისმშობლის შემწეობით ბევრჯერ გადარჩენილა.

„მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო, ბევრი განსაცდელის წინაშე იმყოფება. არ უნდა შეგეშინდეთ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გადააფარებს კალთას საქართველოს, დაიფარავს განსაცდელებისგან. ჩვენ შევთხოვთ ყოვლადწმიდა ღვთიმშობელ დედას, რომ მეოხი იყოს ჩვენი ღვთის წინაშე”, – ბრძანა უწმიდესმა.

წირვის დასრულებისას ტაძარში დედაქალაქის მერი გიგი უგულავა და პარლამენტარი გიგი წერეთელი მივიდნენ.

კომენტარები