საკითხი საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის”თავმჯდომარემ, კახა გუგუჩიამ წარადგინა, რომელსაც მხარი საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა.

როგორც სხდომაზე განმარტეს, მომავალი წლის ბიუჯეტის ერთ–ერთ პრიორიტეტად, მრავალსართულიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა განისაზღვრა, რომლის თანახმად ეზოებში ავტოსადგომების მოწყობაა დაგეგმილი.

საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო კომისიას იმისთვის, რომ შეისწავლოს და სხდომაზე განსახილველად წარადგინოს საკუთრებაში არსებული ავტოფარეხების ნგრევის საკითხი 3 თვის ვადა მიეცა.

რამდენიმე ხნის წინ, საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის ინიციატივითადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრის”(tspress.ge) მიერ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, იურისტებთან და მესაკუთრეებთან გამართულ შეხვედრაზე საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, “ქართული ოცნების” წარმომადგენელი მოგელი ტყებუჩავა გამოვიდა. მისი თქმით, მან ადრეც დააყენა საკრებულოს წინაშე აღნიშნული საკითხი, თუმცა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ის დღის წესრიგში არ შეიტანეს, შესაბამისად, საკითხის განხილვა ვერ მოხდა.

მერიის მიერ საკუთრებაჩამორთმეული მოქალაქეების საკითხის, საკრებულოს სხდომაზე განხილვის მიზნით, ინტერნეტგამოცემა ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რათა საკრებულომ საკითხი განსახილველ საკითხთა ნუსხაში შეიტანოს.

მესაკუთრის უფლებების დაცვა, “ქართული ოცნების” ფოთის მაჟორიტარი კანდიდატის ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბმაც დაიწყო. ბესელია ფოთის ყოფილი მერის, ვახტანგ ლემონჯავას პასუხისმგებლობას ითხოვს.

ფოთის მერის, ვახტანგ ლემონჯავას გადაწყვეტილებით, 2010– 2012წწ. ქალაქის მასშტაბით, სულ 3 ათასამდე ავტოფარეხი დაინგრა, საიდანაც, ლემონჯავას განცხადებით, 300-მდე მესაკუთრეს საკუთრების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი ჰქონდა, თუმცა, მერიას კომპენსაცია არც ერთ შემთხვევაში არ გაუცია.

ამავე თემაზე:

“ქართული ოცნება” ფოთის ყოფილი მერის პასუხისმგებლობას ითხოვს [Video]

ხელმოწერების კამპანია საკუთრების უფლებაშელახულთა დასაცავად [Video]

დაზარალებულ მესაკუთრეებთან შეხვედრაზე ფოთის ხელისუფლება არ მივიდა

კეთილმოწყობა კერძო საკუთრების ხელყოფის ხარჯზე

ფოთის მერი კერძო საკუთრებებს უკანონოდ ხელყოფს

ფოთის მერია ისევ ანგრევს

ფოთის მერის სამმაგი კომბინაციური სვლა

ფოთის მერმა კიდევ ერთი საკუთრება უკანონოდ დაანგრევინა

ფოთის მერია მოქალაქეს საკუთრების დემონტაჟს აიძულებს [Video]

tspress.ge მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული საკუთრების უფლების აღდგენაში დაეხმარება

მესაკუთრე ფოთის მერიას კომპენსაციას თხოვს [Video]

დაზარალებულ მესაკუთრეებთან შეხვედრაზე ფოთის ხელისუფლება არ მივიდა

ხელმოწერების კამპანია საკუთრების უფლებაშელახულთა დასაცავად [Video]

კომენტარები