როგორც ტყებუჩავამ განმარტა, დემონტაჟის შესახებ ხელისუფლებას სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. მისი თქმით, ქალაქის ყოფილმა მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ, მოქალაქეებს საკუთრება უაკანონო გზით დაუნგრია.

დარეჯან ცხვიტარიამ კი ქალაქისა და ეზოების კეთილმოწყობის აუცილებლობით ახსნა. მისი თქმით, მერიამ დემონტაჟი ამ მიზეზით განახორციელა.

რატომ არ გასცა ხელისუფლებამ კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია, რატომ არ დაინტერესდა საკრებულო აღნიშნული საკითხით, ან რატომ არაა ეზოები დღემდე კეთილმოწყობილი, ცხიტარიას არ განუმარატავს.

აღნიშნულ პროექტს TSpress.ge ფონდ “ღია საზოგადოება -საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. გადაცემის წამყვანია, ჟურნალისტი ოთარ გურასპიშვილი, ტექნიკურ მხარეს უზრუნველყოფენ ვასილ ჭითანავა და კონსტანტინ სტალინსკი.

გადაცემა მომზდებულია ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით. ის მეორე გადაცემაა, რომელიც პროექტის ფარგლებში მომზადდა.

საარჩევნო, პრობლემურ და სხვადასხვა სახის აქტუალურ თემებზე დაგეგმილია 10 გადაცემის მომზადება. შემდეგ გადაცემაში მოწვეული არიან პოლიტიკური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატები.

კომენტარები