“ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდია, ზეწოლა ძლიერდება და არც ერთი ჩვენგანი არ არის დაცული. აღნიშნული გამოუძიებელი ფაქტები კი, მაფიქრებინებს, რომ ეს ან მიზანმიმართულად ხდება, ან საქმე გვაქვს არაპროფესიონალიზმთან, ვინაიდან ყველა ფაქტობრივი მტკიცებულება მიწოდებული გვაქვს და რეაგირება მაინც არ ხდება,” –განაცხადა ელისო ჯანაშიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ყალბი პირადობები არჩევნებზე

2010 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ყალბი პირადობების გამოყენების ფაქტზე მთავარი პროკურატურისთვის მიმართვა. ამავე წლის ივნისში, TSpress-ის რედაქტორმა, ელისო ჯანაშიამ, ყალბი პირადობის მოწმობების ფაქტზე გენპროკურატურას განცხადებით მიმართა.

განცხადებიდან 2 წლის შემდეგ, პროკურატურას რეაგირება არ მოუხდენია, აქამდე არავინ დაუკითხავს და კითხვები, რომელიც ამ ფაქტების გამოვლენის შემდეგ გაჩნდა, კვლავ პასუხგაუცემელია: ვინ გასცა ყალბი პირადობის მოწმობები? როგორ მოხვდა ცესკო-ს სიაში ყალბი პირადობის მოწმობებიანი ადამიანები ყალბი მისამართებით? სად და ვინ შეიმუშავა ეს დანაშაულებრივი სქემა? რომელი სახელმწიფო სტრუქტურები, საჯარო თუ კერძო პირები მონაწილეობდნენ ამ სქემის შემუშავებასა და შემდგომ მის განხორციელებაში? და ა.შ.

პატრულის თანამშრომლის მხრიდან ჟურნალისტზე განხორციელებული ძალადობა

2011 წლის სექტემბერში, ფოთის საპატრულო პოლიციის მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტთან დაკავშირებით, Tspress.ge-მ პროკურატურას მიმართა. გამოცემა ინციდენტში მონაწილე დამნაშავე პირების დადგენასა და პასუხისგებაში მიცემას ითხოვდა.

Tspress.ge-ს ჟურნალისტი იზა სალაყაია, ფოთის კლინიკურ საავადმყოფოში გადაყვანილი, დაჯარიმების პროცესში შეუძლოდ გამხდარი მოქალაქის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მივიდა. საპატრულო პოლიციამ მას გადაღება აუკრძალა და შენობის დატოვება მოთხოვა. საავადმყოფოდან დაკავებულის გამოყვანის პროცესის გადაღებისას, პატრულის თანამშრომელი ჟურნალისტს მხრებში და კისერში სწვდა, მას გადაადგილების უფლება შეუზღუდა და შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინა. ინციდენტი შენობის გარეთაც გაგრძელდა. პატრულის თანამშრომელმა კამერას ხელი ჰკრა და კამერა გაითიშა. გამოცემამ აღნიშნული ინციდენტის ფოტო და ვიდეომასალა გამოაქვეყნა.

„პირველი არხის” ჟურნალისტის მიერ TSpress.ge-ის კამერაზე მიკროფონის ჩარტყმა

2012 წლის მაისის თვეში, “პირველი არხის ჟურნალისტმა, ნატო ბერულავამ, ფოთში, ირაკლი ალასანიას მიერ დევნილებთან გამართულ შეხვედრაზე, ТSpress -ის კამერას მიკროფონი ჩაარტყა, როცა ჟურნალისტი საკუთარ მოვალეობას ასრულებდა. რედაქციამ 1 არხის ხელმძღავნელობას მიმართა. სამართალდამცავთა მიერ, მედიით გახმაურებულ სამართალდარღვევის ფაქტზე უნდა დაწყებულიყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, გია ჭანტურიას, რომელსაც გამოცემამ საჩივრით მიმართა, ფაქტზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. სამართალდამცავ სტრუქტურებს კი მომხდარზე გამოძიება არ დაუწყიათ.

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა

2012 წლის მაისის თვეში, TSpress.ge-ს რედაქციამ პროკურატურასა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიას საჩივრებით მიმართა. რედაქცია”ნაციონალური მოძრაობის”სამგორის ოფისის წარმომადგენლების მიმართ გამოძიების დაწყებას ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის გამო ითხოვდა, რაც ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნაში გამოიხატა.

საქმე ეხება “ნაციონალური მოძრაობის” სამგორის ოფისის წარმომადგენლების მიერ, რესტორან ,,ლაზურში” ამომრჩევლებთან შეხვედრისას ჟურნალისტთან მომხდარ ინციდენტს. შეხვედრაზე სამგორის რაიონის მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მიხეილ მაჭავარიანი და პარლამენტის წევრი, გიორგი ხახნელიძე იმყოფებოდნენ.

პრეზიდენტის დაცის ძალადობა Tspress.ge–ს ჟურნალისტზე

2012წლის 3 მაისს, TSpress–ის ჟურნალისტის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას (საავადმყოფოს ოფიციალური გახსნაზე), პრეზიდენტის დაცვის წევრებმა ჟურნალისტს გადაღება აუკრძალეს, ღონისძიების ჩატარების ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, ვიდეოგადამღები და პირადი ჩანთა წაართვეს, მოგვიანებით დაბრულებულ კუთვნილი ნივთებს შორის, აღარ იყო მეხსიერების ბარათი. დანაშაულებრივი ფაქტის შეტყობინების განცხადებით ფოთის რაიონულ პროკურატურას მიმართა.

გამოცემამ მოძალადის ფოტოც გამოაქვეყნა, არსებობენ მოწმეებიც.

საკრებულოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის იგნორირება

მიმდინარე წლის თებერვალში, ზუგდიდის საკრებულოსგან გამოცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი შ.პ.ს Anaklia Ganmukhuri resorts-სთვის ჩარიცხული თანხების ხარჯთაღრიცხვას ითხოვდა, თუმცა, მოთხოვნილი ინფორმაცია ვერ მიიღო, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან კონჯარიას სახელზე ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა, რომელზეც გამოცემას პასუხიც არ მიუღია.

სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებლობა

2012 წლის მარტშიTSpress–მ საჯარო ინფორმაციის მიუღებლობის გამო, ზუგდიდის საკრებულოს სასამართლოში უჩივლა. ზუგდიდის სასამართლომ საკრებულოს საჯარო ინფორმაციის სრულად მიწოდება დააკისრ, რაც საკრებულოს დღემდე არ აღუსრულებია. მან ინფორმაცია მხოლოდ ნაწილობრივ, დამახინჯებული და არასრულყოფილი სახით გასცა, რაზეც გამოცემამ წერილით მიმართა და ინფორმაციის სრული სახით მოწოდება მოითხოვა.

ზუგდიდის საკრებულოს წერილზე პასუხი არ გაუცია.

კონსტიტუციით გარანტირებული უფლების ხელყოფა

2012 წლის 27 ივლისს, ინტერნეტგამოცემა TSpress- მა ფოთის რაიონულ პროკურატურას ჟურნალისტის პირადი მიმოწერა–შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე განცხადებით მიმართა. მოქალაქე შორენა მირცხულავამ, ჟურნალისტ იზა სალაყაიას სოციალურ ქსელ facebook–ის პირადი პერსონალური მიმოწერა(chat) გამოაქვეყნა.

საქმეზე გამოძიება პოლიციას არ დაუწყია და აღნიშნულზე ამ დრომდე არავინ დაკითხულა.

თავდასხმა ჟურნალისტზე

2012 წლის 27 ივლისის თვეში, TSpress.ge–ის ჟურნალისტზე, მოქალაქე შორენა მირცხულავას მიერ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, ფოთის პოლიციას მიმართა. პოლიცია ამ შემთხვევაშიც დუმს.

რედაქცია აღნიშნულ ფაქტებზე დაუყოვნებლივ რეგირებას ითხოვს.

კომენტარები