აღნიშნული მოთხოვნით, დღეს არასამთავრობოებმა ხელისუფლებას მიმართეს.

“შეიქმნას გარანტიები, რათა Must Carry-სა და Must offer-ის პრინციპების მოქმედება გაგრძელდეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე;

დაუყოვნებლივ მოიხსნას ყადაღა მედია საშუალებების კუთვნილ სატელიტურ ანტენებზე, უზრუნველყოფილ იქნას სატელიტური ანტენების გავრცელების შესაძლებლობა და ხელისუფლებამ ნაცვლად ყადაღისა, გამოიყენოს მონიტორინგის სათანადო მექანიზმები”– აღნიშნულია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც განმარტებულია, რომ Must Carry-სა და Must offer-ის ამოქმედებამ მნიშვნელოვანი წივლილი შეიტანა მრავალფეროვან ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, თუმცა, ინფორმაციის მიღება მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის კვლავ შეზღუდულია.

“დღეისათვის საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუხატავს მზადყოფნა Must Carry-სა და Must offer-ის არჩევნების დღის შემდგომ გაგრძელებასთანდაკავშირებით და ჯერჯერობით არ შექმნილა შესაბამისი მექნიზმები აღნიშნული პრინციპების გაგრძელებასთან დაკავშირებით, რაც არჩევნების დღეს და მის შემდეგ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიღების შეზღუდვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს;

სხვადასხვა ორგანიზაციების კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღების ფაქტი, საკმარისი და სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, უნდაგანვიხილოთ, როგორც ფართო საზოგადოების ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვა, რაც წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების საჯარო განცხადებებთანიმასთან დაკავშირებით, რომ ის მზად არის ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის”– აღნიშნულია განცხადებაში

კამპანია “ეს შენ გეხება” ელჩების სამუშაო ჯგუფის, აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნულიპლატფორმის და კოალიციის „მედია ადვოკატირებისათვის“ მიერ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც Must Carry-სა და Must offer-ის არჩევნებისდღის შემდგომ გაგრძელების აუცილებლობასა და ქვეყანაში მრავალფეროვანი ინფორმაციის გავრცელების კუთხით არსებულ შეზღუდვებს ეხებოდა

კომენტარები