დევნილთა ინტეგრაცია, ბინების დაკანონება, უმუშევრობა და მაღალი გადასახადები– ეს საკითხები დაასახელეს პრობლემურად ფოთში ახალ რაიონში მცხოვრებმა დევნილებმა მაჟორიტარობის კანდიდატებთან შეხვედრაზე. არჩევნების გამარჯვების შემთხვევაში დევნილებს პრობლემის მოგვარებას დევნილებს ყველა კანდიდატი დაპირდა.

შეხვედრაზე ერთ–ერთმა დევნილმა ინტეგრაციის პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, “დევნილების სკოლა”, “დევნილთა პოლიკლინიკა”, “ავტობუსი დევნილებისთვის” და ა.შ ხელისუფლება მსგავსი მიდგომებით დევნილთა დისკრედიტაციას და შეურაცხყოფას ახდენს. მისი თქმით, მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, როგორც აღნიშნა ფოთის პორტში კადრების შემცირების შემდეგ ის უმუშევრია, რაც მის ეკონომიკურ–სოციალურ მდგომარეობას ამძიმებს.

კოალიციის ფოთის მაჟორიტარი კანდიდატის ეკა ბესელიას განცხადებით, “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა ყველა მოქალაქეს ერთიან ჭრილში განიხილავს, თუმცა მისი თქმით, დევნილთათვის გარკვეული შეღავათები და პრივილიგიები იარსებებს.

ბესელია ქალაქში დასაქმების პრობლემას შეეხო. მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში შეიცვლება შრომის კოდექსი, რაც ერთ–ერთ მთავარი პირობაა დასაქმებულის უფლებეის დაცავად.

“შვქმნით ევროპული ტიპის შრომის კოდექსს, მონოპოლიებისგან გავათავისუფლებთ ბიზნეს, მცირებიზნესის ხელშეწყობით ავამოქმედებთ საწარმოებს. პრიორიტეტი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისა და დევნილების დასაქმება”– განაცხადა ბესელიამ და აღნიშნა, რომ ნავსადგურში შემცირებების შემდეგ ფოთის მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშვარია, მძიმე პირობებში უწევთ ახალ რაიონში ჩასახლებულ დევნიელებს ცხოვრება.

დევნილების კითხვები კომუნალური გადასახადების შემცირებას და დევნილთათვის შეღავათების დაწესებას ეხებოდა. “ქრისტიან დემოკრატების” კანდიდატის, ლაშა ბერაიას თქმით, პარტია დაბალი გადასახდების შემოღება და სხვადსხვა სახის შეღავათების დაწესებით გამოირჩევა. ის დევნილებს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას დაპირდა.

ბერაიას მსგავსად გადასახდების შემცირებაზე, ხელმისაწვდომ ჯანდაცვასა და განათლებას სხვა კანდიდატებიც დაპირდნენ. ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის საკითხს თითოეული მაგანი შეეხო და ყველა მათგანმა კონფლიქტის მშვიდობიანი, მოლაპარაკების გზით მოგვარებაზე ისაუბრეს.

“ახალი მემარჯვენეების” მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზაზა ლემონჯავამ არჩევნებზე აქტიურობისაკენ მოუწოდა.

“მთავარია მიხვიდეთ არჩევნებზე და მხარი სასურველკანდიდატს დაუჭიროთ, ვისაც რეალურად ენდობით და შიშის, მუქარისა და სხვა მიზეზების გამო სხვა არ შემოხაზოთ”– აღნიშნა ლემონჯავამ.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით გამართულ საჯარო შეხვედრაზე ყველა პარტიის ფოთის მაჟორიტარი კანდიდატი იყო მიწვეული, თუმცა “ქართული ოცნების”, “ახალი მემარჯვენეებისა” და “ქრისტიან დემოკრატების” კანდიდატების გარდა სხვები არ მივიდნენ.

კომენტარები