ზუგდიდს “მის საქართველოზე” წარმატებული მოდელი თამთა შედანია წარადგენს.

“მის საქართველოს” ფინალური ოცეული უკვე შეირჩა. მისი ერთ-ერთი მონაწილეა ზუგდიდელი 20 წლის თამთა შედანია. დაბადების თარიღი: 1992 წლის 31 იანვარი,სიმაღლე: 1.76,თმის ფერი: ქერა,თვალის ფერი: მწვანე, პარამეტრები:81-60-88 სააგენტოები:n/aElite Model Management – Paris Style international management – Hong Kong

თამთა შედანია “ელიტ-მოდელ-ლუქსის” 2008 წლის გამარჯვებულია. ამ კონკურსის შემდეგ თამთა პარიზში მოღვაწეობდა, შემდეგ კი მან სამოდელო კარიერა, ჰონგ კონგში გააგრძელა, სადაც უკვე წარმატებული მოდელია. ამჟამად, შედანია საქართველოში იმყოფება და თავის ძალებს მის საქართველოს კონკურსში ცდის. ინტერნეტ რეიტინგებში თამთა ლიდერთა ხუთეულშია.

“მის საქართველოზე” იმიტომ გადავწყვიტე მონაწილეობა,რომ ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი გამოცდილება და გამარჯვების შემთხვევაში, მომეცემა შანსი მის მსოფლიოზე ღირსეულად და საამაყოდ წარვადგინო ჩემი ქვეყანა,-” განაცხადა თამთა შედანიამ დღის სატელევიზო შოუში.

ამავე თემაზე:

“მის საქართველოზე” ფოთელი მონაწილე ლიდერობს

კომენტარები