ომბუდსმენის განცხადებით, ფიზიკური, ემოციური და ეკონომიკური ძალადობისგან დაცვის მიზნით მათ მოქალქემ მიმართა, მისი თქმით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალბატონი და მისი არასრულწლოვანი შვილია. კერძოდ, ყოფილი მეუღლე, დედამთილი და ოჯახის სხვა წევრები მათზე პერმანენტულად ახორციელებდნენ ძალადობას. აღნიშნულის გამო ისინი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლი და აღმოჩენილიყვნენ ქუჩაში.
სახალხო დამცველის ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის მიერ განხორციელდა არაერთი მცდელობა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში რეფერირების კუთხით; თუმცა ოჯახმა შესაძლებლობაზე უარი თქვა, მიზეზად კი ფინანსური დახმარების ძირითადი წყაროს – საარსებო შემწეობის დაკარგვის საფრთხე დაასახელა.
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, გადაიხედოს სოციალური დახმარებების სისტემის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმები, რათა მოხდეს საარსებო შემწეობის შენარჩუნების მიზნით ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიერ გენდერული ძალადობის არსებული ფაქტების დამალვის/უგულებელყოფის ტენდენციის თავიდან აცილება და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური დაცვის გარანტიების განმტკიცება; ასევე, შემუშავდეს ინფორმაციის გაცვლის ეფექტური სისტემა სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდსა და ასევე არასამთავრობო სექტორში არსებულ თავშესაფრებს შორის, რათა, მსხვერპლის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვის ღონისძიებები არ მოვიდეს წინააღმდეგობაში მისი და მისი შვილების სოციალური დაცვის ღონისძიებებთან”– აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები