“2012 წლის 13 სექტემბერს საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ინტერნეტგამოცემა TSpress.ge-ს რედაქტორს ელისო ჯანაშიასა და ჟურნალისტ იზა სალაყაიას სასულიერო პირებმა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს.

აღნიშნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის 13 სექტემბერს ელისო ჯანაშია და იზა სალაყაია იმყოფებოდნენ ფოთში მშენებარე ტაძრის ეზოში, სადაც ისინი აწარმოებდნენ ვიდეო გადაღებას და ხობისა და ფოთის მთავარეპისკოპოს გრიგოლისა და მისი თანმხლები სასულიერო პირებისგან გარკვეული სახის ინფორმაციის მიღებას ცდილობდნენ.

ელისო ჯანაშიას განმარტებით, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სასულიერო პირებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე დაუზიანეს აპარატურა. საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ვიდეო მასალით დასტურდება, რომ ჟურნალისტებს არ მიეცათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება.

სამწუხაროა, რომ 2012 წლის განმავლობაში ჟურნალისტთა როგორც ფიზიკური შეურაცხყოფის, ისე მათთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტებმა საგრძნობლად იმატა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გმობს ჟურნალისტთა საქმიანობის ხელშეშლის კონკრეტულ ფაქტს და მოუწოდებს საჯარო (მათ შორის სასულიერო) პირებსა და საზოგადოების რიგით წევრებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც მედიის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევას გამოიწვევს.”– აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ ინციდენტს დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და საინფორმაციო ცენტრებიც გამოეხმაურნენ.

ამავე თემაზე:

საია სასულიერო პირების მხრიდან გამოვლენილ ძალადობას ეხმაურება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე გამოძიებას მოითხოვს

საინფორმაციო ცენტრების განცხადება ფოთის საკათედრო ტაძრის ეზოში მომხდარ ინციდენტზე

მეუფე გრიგოლი და მამა თევდორე ჟურნალისტს ფიზიკურად და სიტყვიერად გაუსწორდნენ[VIdeo]

პატრიარქის მდივანი – მეუფემ პირდაპირ დააფიქსირა, რომ ის სახელისუფლებო გუნდის მხარდამჭერია

TSpress.ge სასულიერო პირების მხრიდან გამოვლენილი ძალადობის გამოძიებას ითხოვს

ეპარქიის სამდივნოს განცხადება TSpress- თან მომხდარ ინციდენტზე

კომენტარები