საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის აპარატმა”საქართველოს მთავრობის პოლიტიკისა და პროგრამების ახსნისა” და გაცნობისთვის ახალადშექმნილი ამერიკული ლობისტური ფირმა დაიქირავა. აღნიშნულზე ინფორმაცია Civil.ge გაავრცელა.

გამოცემის ინფრომაციით, ლობისტური ფირმა Fianna Strategies-ის დამფუძნებელია მოლი მაკკიუ, რომელიც ვაშინგტონში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლობისტურ ფირმა Podesta Group-ში მუშაობდა.

Fianna Strategies-ის მიერ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისთვის წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციისთვის გასაწევი მომსახურეობის მიზანი იქნება „საქართველოს მთავრობის საშინაო და საგარეო პოლიტიკისადმი აშშ-ში მხარდაჭერის განვითარება.“

გამოცემის ინფორმაციით, ფირმა საქართველოში მიმდინარე წლის 1სექტემბრიდან მომავალი წლის ბოლომდე იმუშავებს. ხელშეკრულების თანახმად, კონსულტანტი პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციას უნდა დეხმაროს საქართველოს მთავრობისა და მიზნების შესახებ აშშ აუდიტორიას, აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონგრესს, არასამთავრობო და კველევით ორგანიზაციებს, ასევე მედია საშუალებებს მიაწოდოს ინფორმაცია.

მომსახურეობაში ასევე შედის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის რჩევის მიცემა საჯარო გამოსვლებისა და განცხადებების მომზადებისას.

ამერიკული ლობისტური ფირმის მომსახურეობა ბიუჯეტს 320 000 აშშ დოლარი დაუჯდება,ამას გარდა კონსულტანტი დამატებით ყოველთვიურადს 1 500 აშშ დოლარს მიიღებს.

ლობისტური კომპანია, რომელიც ამერიკაში სააკაშვილის მთავრობის პიარკამპანიას აწარმოებს ხელისუფლებასაც ყავს დაქირავებული. ხელშეკრულება ამერიკულ ლობისტურ კომპანია Podesta Group-თანაა გაფორმებული, სადაც მუშაობდა Fianna Strategies-ის ერთადერთი დამფუძნებელი მოლი მაკკიუ,

Podesta 2010 წლიდან საქართველოს უშიშროების საბჭოს კონტრაქტორი ფირმაა, რომლისთვისაც ქვეყნის ბიუჯეტიდან, წლის ბოლომდე, 600 ათასი ამერიკული დოლარია გათვალისწინებული

tspress – ის მიერ მოპოვებული არასრული ინფორმაციით, 2004 წლიდან 2011 წლის მეორე ნახევრამდე საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკაში ლობისტურ მომსახურებაზე მინიმუმ 5,5 მლნ დოლარი დახარჯა. გასულ წლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ ლობირებისათვის განკუთვნილი დანახარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველომ 1.666 მლნ. ამერიკული დოლარის ღირებულების კონტრაქტები დადო ამერიკელ ლობისტებთან. 2004 წლის დასაწყისიდან, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, საქართველომ დახარჯა 2.619 მლნ. ამერიკული დოლარი აშშ-ში თავისი პოლიტიკური იმიჯის გამოსასწორებლად.

2010 წელს, საქართველოს მთავრობამ, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული უმრავლესობის ყოფილი ლიდერის, დიკ გეფჰარდტის ამერიკული ლობისტი ფირმა – Gephardt Group Government Affairs დაიქირავა. აღნიშნულ ფირმასთან დადებული ერთწლიანი ხელშეკრულების ღირებულება 436, 000 ამერიკული დოლარით განისაზღვრა.

აქტიურ ლობისტურ კამპანიას ამერიკაში ოპოზიციური კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი, მილიარდელი ბიძინა ივანიშვილიც ახორციელებს. 2011 წლის ბოლოს ვაშინგტონში მან ლობისტური ფირმა BGR Government Affairs LLC–ი დაიქირავა, რომელიც კომპანიაBGR Groupის შვილობილი კომპანიაა და ევროპაში საქმიანობს.

2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა მეორე, ყველაზე გავლენიანი ლობისტურ–იურიდიული ფირმაც დაიქირავა. ამერიკის კონგრესზე წარდგენილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, Patton Boggs ივანიშვილს ლობისტური მომსახურებით უზრუნველყოფს, რომელიც “საბანკო მოღვაწეობასთანაა დაკავშირებული”.

ამავე თემაზე:

სააკაშვილის და ივანიშვილის ლობისტები

კომენტარები