მედიაექსპერტები, ზვიად ქორიძე და ია ანთაძე თვლიან, რომ ფოთის საკათედრო ტაძრის ეზოში მეუფე გრიგოლისათვის კითხვის დასმით, რამაც სასულიერო პირების აგრესია გამოიწვია tspress.ge – ის რედაქტორს, ელისო ჯანაშიას ეთიკა არ დაურღვევია.

ჟურნალისტური ქარტიის ?/მედიაექსპერტი ზვიად ქორიძეს განცხადებით, ჟურნალისტის მხრიდან ეთიკურ გადაცდომაზე საუბარი არ შეიძლება, მისი თქმით, კითხვები, რომლებიც ტაძრის კურთხევა და იქ პრეზიდენტის ბანერის განთავსებას ეხებოდა შურაცხმყოფელი არ ყოფილა და მასზე პასუხი საზოგადოებას აინტერესებს.

–”ორივე კითხვა, რაც დასვა ჟურნალისტმა იყო აბსოლიტურად ლოგიკური და ჟურნალისტს, რომელიც ხედავს რომ საზოგადოებაში არის ინტერესი ამ კითხვების მიმართ აქვს უფლება დასვას ის. ელისო ჯანაშია, როცა სვამდა კითხვას არავის უშლიდა ხელს და ელოდა პასუხს საჯარო მოხელისგან. საჯარო პირს კი აქვს ვალდებულება უპასუხოს ამ კითხვებს. კითხვაში შეურაცხმყოფელი მომენტები არ ყოფილა, კითხვა იყო ძალიან კორექტული, შეიძლება კითხვის შინაარსი არ მოსწონს ადრესატს, მაგრამ საჯარო პირს აქვს თმენის ვალდებულება, უნდა მოუსმინოს კითხვას და გასცეს პასუხი, ეს არის მისი ვალდებულება. თუ არ გასცემს პასუხს ესეც მისი ნებაა, თუმცა მან არ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც ეს დავინახეთ ვიდეოკადრებზე. შეიძლება კითხვა, რომელიც დასვა ჟურნალისტმა ეპისკოპოსისთვის უხერხული იყო და კონკრეტულ პასუხებს მოითხოვდა და მან ამიტომ გამოიჩინა ასეთი აგრესია, თორემ ეთიკურ გადაცდმოაზე საუბარი არ შეიძლება.”– განაცხადა ზვიად ქორიძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ ინციდენტზე საპატრიარქო მხოლოდ განცახდებით არ უნდა შემოიფარგლოს, უნდა დაიწყოს გამოძიება და დაისაჯოს ეს ადამინები.

ქორიძის განმარტებას მედიაესქპერტი ია ანთაძეც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ჯანაშიას ჟურნალისტური ეთიკა არ დაურღვევია. მისი თქმით, სასულიერო პირის უხეშობას გამართლება არცერთ შემთხვევაში არა აქვს.

“ყველაზე უფრო უსიამოვნო რაც შეიძლება საზოგადოებაში მოხდეს ეს არის სასულიერო პირის მიერ გამოვლენილი აგრესია, რაც თავად საპატრიარქოსაც არ უარყვია. tspress- ი ნამდვილად, რომ რამე კონფლიქტში შესულიყო სასულიერო პირებთან. ეს გაუგებრობა გამოიწვია იმან, რომ ერთის მხრივ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი გარკვეულ კითხვებზე და მეორეს მხრივ არ არსებოსბ წესი და როგორ შეიძლება ეს მოხერხდეს ისე, რომ არავინ არ დაზარალდეს. ვფიქრობ, რომ ყველანაირ ურთიერთობას განსაკუთრებით სასულიერო პირებთან თავისი წესია ქვს, მაგრამ მაშინ ჟურნალისტს უნდა ქონდეს უფლება ყოველგვარი დაძაბულბის გარეშე მიიღოს პასუხი მისთვის სიანტერესო საკითხებზე. მეუფის ვალდებულებაა ყველა ასეთ კითხვას გასცეს პასუხი. არმგონია ჟურნალისტს ეთიკის რაიმე ნორმა დაერღვია, მეუფე არის მეუფე და მას პატივს ცემენ იმის მიხედვით რა მადლსაც თესავს თავის მრევლში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი მხრიდან უხეშობას რაიმე გამართლება აქვს.”– განმარტა ანთაძემ.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ჟურნალისტის უფლება–მოვალეობებზე საუბრობს. მისი თქმით, ჟურნალისტისთვის ხელშეშლა და აპარატურის დაზიანება ნებისმიერი პირისგან დაუშვებელია.

“არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება გამართლდეს ჟურნალისტისთვის კამერის წართმევა არავის მხრიდან, არც პოლიციელის მხრიდან და არც სასულიერო პირისმხრიდან. ცხადია, ჟურნალისტი ვალდებულია დაიცვას რესპონდენტის ინტერესებიც და პროფესიული საქმიანობა ეთიკისა და პროფესიული სტანდარტის დაცვით განახორციელოს, თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა ვაღიაროთ, რომ ჟურნალისტს აქვს უფლება მოიპოვოს ნებისმიერი კომენტარი ან ინფორმაცია, თუ ეს არ ეხება ისეთ სახელმწიფო საიდუმლოებას, რომლის გავრცელებითაც სახელმწიფო ინტერესები შეილახება, მოცემული შემთხვევა კი ამას ნამდვილად არ ჰგავს.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გავიაზროთ ორი ძირითადი გარემოება. ერთი მხრივ, რეპორტიოტის ერთ-ერთისაქმე საინტერესო მოვლენის ან ამბის მოძიებაა, შესაბამისად, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ჟურნალისტი თავის მოვალეობას ასრულებდა, ეს ბუნებრივი პროფესიული პროცესია. მეორე მხრივ, კი, სასულიერო პირებსგანსაკუთრებულად იმიტომ ვცემთ პატივს, რომ ისინი თავისი ცხოვრების წესითა და ქმედებებით მისაბაძი ადამიანები არიან, თუ ჩვენსავით, რიგითი ადამიანივით განახორციელებს რომელიმე მათგანი დესტრუქციას დააჰყვება თუნდაც პროვოკაციას (თუმცა მე ამას პროვოკაციას არ ვარქმევ, მაგრამ რომც ყოფილიყო), ეს ნამდვილად დასანანია და ნეგატიურად შესაფასებელი”– აცხადებს გამზარდია.

კომენტარები