გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლის, დავით აკობიას ჩვენება ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა.

ჩვენებაში აკობია ყვება, რომ 5აგვისტოს გლდანის საპატიმროს უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორმა ბორის ფარულავამ ერთ–ერთ შეხვედრაზე მას მოახსენა, რომ გადაღებული ქონდა პატიმრის წამების კადრები. მისი თქმით, როგორც ფარულავამ უთხრა, თუ აღნიშნული კადრების შესახებ სამართალდამცავები გაიგებდნენ, მას დაიჭერდნენ ამიტომ ქვეყანა უნდა დაეტოვებინა, თუმცა თანხის სანაცვლოდ სხვა კადრების გადაღება აკობიას თხოვა. თხოვა

აკობიას ჩვენების თანახმად, კადრებს ბელგიაში მყოფ ლადო ბედუკაძეს უგზავნიდნენ, რომელიც მას ბელგიაში ჩასვლას და თანხით უზრუნველყოფას პირდებოდა.

კომენტარები