პატიმრის წამებისა და გაუპატიურების კადრების გავრცელების შემდეგ ფოთის ერთ–ერთი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, ზაზა ჭურღულიას განცხადებით, მოსწავლეებმა გაკვეთილზე პროტესტი გამოხატეს, რის შემდეგაც მან სამართლის გაკვეთილი ვერ ჩაატარა.

“გაკვეთილის პირველი თავი იყო, ადამიანის უფლებები, სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა კლასში, ყევლას აინტერესებდა შევძლებდი თუ არა საუბარს და რას ვიტყოდი. მომხადრზე მოსწალეები პროტესტს გამოხატავდნენ, გაკვეთილი ვერ ჩავატარე, ვერ ვისაუბრე. ბავშვები თავად მანუგეშებდნენ” – აღნიშნა ფოთის # საჯარო სკოლის პედაგოგმა ზაზა ჭურღულიამ.

მისი თქმით, მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, რომ რაიმე ფორმით “ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირდებოდეს.

“ვერ ვაკადრებ ჩემს თავს, საზოგადოებას, მოსწავლეებს რაღაც ფორმით ვასოცირდებოდე “ნაციონალურ მოძრაობასთან”, ყველამ ერთდა უნდაგამოვიჩინოთ პასუხსიმგებლობა”– აღნიშნა პედაგოგმა.

დღეს ჭურღულია “ქართულ ოცნებას” შეუერთდა. მასთან ერთად კოალიციას მხარდაჭერა ისტორიკოსმა, ქუთაისის ფილიალის ლექტორმა, ფოთის მუზეუმის თანამშრომელმა ზურაბ სულაბერიძემაც გამოუცხადა.

ამ ეტაპზე ჭურღულია ფოთის მე–7 საჯარო სკოლაში პედაგოგად მუშაობას განაგრძნობს.

მიმდინარე წლის მარტის თვეში აღნიშნული სკოლის დარაჯი, რომელსაც ოთახში “ქართული ოცნების” გაზეთი ჰქონდა, მანდატურის სამსახურის პროკლამაციების გავრცელების მიზეზით შედგენილი ოქმის საფუძველზე გაათავისუფლეს.

კომენტარები