“აღშფოთებული ვარ და ვგმობ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ფაქტებს”- ეს განცახდება როლანდ ახალაიამ facebook– ის საკუთარ კედელზე დაწერა.

როლანდ ახალია 2004 –2012 წწ სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი იყო, მან ზალოვანი უწყება საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო დატოვა, ამჟამად “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატია.

როლანდ ახალაია შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას და თავდაცვის მინისტრის მოადგილის, დათა ახალაიას მამაა.

პატიმრის წამების, გაუპატიურებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრების ნახვის შემდეგ საზოგადოება ბაჩო ახალაიას პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.

აღნიშნული მოთხოვნით თბილისში რამდენიმე ათასიანი საპროტესტი აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები