გამოცემის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 7 ავტომობილი გლდანის ციხეს ტოვებდა, როდესაც წინ გადაუდგნენ ციხის შესასვლელთან შეკრებილი მოქალაქეები.

მათ ქვები დაუშინეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ავტომობილებს, ჩაუმსხვრიეს შუშები.

netgazeti– ის ინფორმაციით, თემურ ქერდოყაშვილი მოქალაქეებს უხსნიდა, რომ დღეს დილით გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში რუსთავის ციხიდან გადმოიყვანეს ორი ავადმყოფი პატიმარი, რომლებსაც უკან აბრუნებდნენ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ავტომობილები კი ცარიელი იყო. პატიმრების ახლობლების აზრით, აღნიშნული ავტომობილებით პატიმრები გაჰყავდათ გლდანის ციხიდან, რაც გახდა მათი აგრესიის მიზეზი. მათ საბადრაგოს უფროსს სიტყვიერთან ერთად, ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. ამ დროისათვის გლდანის ციხესთან სიტუაცია განიმუხტა.

http://netgazeti.ge/GE/105/News/13005/

კომენტარები