ემიგრანტები ლონდონში საქართველოს საელჩოსთან შეიკრიბნენ. მათთან სასაუბროდ დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ბადრიძე მივიდა.

ისინი ელჩს საქართველოში არსებულ ვითარებაზე პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებდნენ.

აქცია მცირე ინციდენტით დაიწყო, – “ცოცხი გაიკეთე უკან!” – ასე უპასუხა ერთ–ერთი მანიფესტანტს ელჩმა, რომელიც “ცოცხი, ცოცხის!” შეძახილით დახვდა მას.

მოგვიანებით ბრიტანეთში საქართველოს საელჩოსთან გამართული აქციის ეს ნაწილი youtube-ზე აიტვირთა.

გიორგი ბადრიძემ ვიდეოზე კომენტარის სახით, უცენზურო გამონათქვამის გამო, ბოდიში მოიხადა და აქციის მონაწილეებს ვიდეოს სრული ვერსიის ატვირთვისკენ მოუწოდა.

–”დღევანდელი აქციის დასაწყისში ჩემს მიერ წამოსროლილი ფრაზის შემდეგ მაშინვე მოვუხადე ყველას ბოდიში, როგორც კი გაირკვა, რომ არასწორად გავიგე რომეო ხერხეულიძის გამონათქვამი. დადეთ სრული ჩანაწერი. კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს, მაგრამ კონტექსტიდან ნუ ამოაგდებთ. ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა საუბარი. დარწმუნებული ვარ, ჩანაწერი არსებობს”, – წერს ელჩი ვიდეოს კომენტირებისას

კომენტარები