ჟურნალისტები ახალაიას სახლთან კახა მიქაიას ბრიფინგის გასაშუქებლად იმყოფებოდნენ.

ბრიფინგის დასრულების შემდეგ სახლიდან გამოსულმა ახალაიამ, რომელსაც “მეცხრე არხის” ჟურნალისტმა პაატა ლაგვილავამ საპატიმროებში არსებულ მდგომარეობაზე კითხვა დაუსვა ხელი კრა და კეფაში გაარტყა.

იქვე შკრებილი 15 მდე ადამიანი კი სხვა ჟურნალისტებს გაუსწორდნენ.

“ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტები კადრებს ვიღებდით, ფანჯრიდან ჩანდა, რომ ახალაია ტელეფონზე საუბრობდა. პარალელურად ქუჩის ერთ მხარეს ადამაინებმა დაიწყეს თავმოყრა. მოშორებით მდგომნი გვთხოვდნენ ახლოს მივსულიყავით, პროვოკაციაზე მოდიოდნენ, თუმცა ვცდილობდით თავიდან აგვეშორებინა…ტერიტორიის დატოვებას ვაპირებდით, როცა მოგვარდნენ და ცემა დაგვიწყეს. ამ დროს სახლიდან გამოვიდა როლანდ ახალაია, რომელსაც ვკითხე თუ რას ფიქრობდა საპატიმროებში მიმდინარე მოვლენებზე, ამას როგორ მიბედავო, ხელი მკრა და კეფაზე გამარტყა.”– აცხადებს tspress- თან საუბრისას ლაგვილავა.

მისი თქმით, რამდენიმე ადამიანი გაისწორდა ფიზიკურად “მაესტროს” ჟურნალისტს, ნანა ფაჟავას.

ლაგვილავას განცხადებით, ინციდენტს ოპრატორები იღებდნენ და კადრებს უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ.

კომენტარები