ჟურნალისტების შესვლისას საპყრობილეების ფანჯრებიდან პატიმრებმა ხმაური ატეხეს. აბრახუნებდნენ ნივთებს და “მკვლელებისგან გათავისუფლებას” ითხოვდნენ.

“მეცხრე არხთან” საუბარში ერთ–ერთი პატიმარი ყვება, რომ მათ უმიზეზოდ ყოველდღიურად ცემდნენ.

შუაღამისას შემოვარდნებოდნენ და გვირტყამდნენ”– ამბობს პატიმარი.

მათი თქმით, ბოლო სამი დღეა ცემა და წამები შეჩერდა, თუმც ემუქრებიან, რომ არჩევნების შემდეგ უარეს დღეში ჩააგდებენ.

გლდანის საპყრობილეში ჟურნალსიტებთან ერთად სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი გიორგი ტუღუშიც იმყოფებოდა.

კომენტარები