კოალიცია “ქართული ოცნება” მათი აქტვისტების დაკავებაზე ფოთის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის მიზეზით ახალგაზრდებს 40 დღიანი პატიმრობა გუშინ შეეფარდათ.

დაკავებულ “ქართული ოცნების” აქტივისტებისთვის, გიზო ცაცუასა და გოდერძი შონიასთვის 40დღიანი პატიმრობის შეფარდებას ახალგაზრდები მთელი დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ.

სასამართლო კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, პარალელურად კი “ნაცმოძრაობის” აქტივისტები მანქანის კოლონებითა და საყვირებით მოსახლეობას მმართველი გუნდის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.

აქცია მას შემდეგ დაიშალა, როცა ქალაქის ქუჩებში და სასამართლოს წინ “ნციონალებმა” ავტომანქანებით გადაადგილება დაიწყეს. კოალიციის აქტივისტების თქმით, მათ ქონდათ ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდის ახალგაზრდები ახალ პროვოკაციას ამზადებდნენ.

ინციდენტი 22სექტემბერს მოხდა, აღნიშნულზე სასამართლო სხდომაზე ბრალდბულმა გიზო ცაცუამ თავად ისუბრა. მისი თქმით, როცა “ქართული ოცნება” ზუგდიდის აქციაზე წასასვლელად ემზადებოდა და სამარშუტო ტაქსებზე ეკა ბესელიას პლაკატებს აკრავდა, “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტმა, რომელსაც 5 გამოსახულიანი მაისური ეცვა მოთხოვა პასუხი, რატომ მიყავდათ ხალხი აქციაზე.

–”მე განვუმარტე, რომ აღნიშნული კანონდარღვევა არაა და რომ ხალხი საკუთარი ნებით მოდის და ძალდატანებით არავინ არ მიგვყავსთქო, ამ დროს ის გამოემართა ჩემსკენ დაიწყო გინება, შეაგინა ჩვენს ერთ–ერთ მხარდამჭერ ქალბატონს, რომლისკენაც გაიქაჩა, შევეცადე გამეჩერებინა, მან წიხლი ჩამარტყა მუცელში და დროს ის გინებას განაგრძობდა და ხელებს იშვერდა, რა დროსაც გოდერძი შონიამ ის ტერიტორიიდან გაიყვანა და ამით დამთავრდა ინციდენტი”– აღნიშნა აქტივისტმა.

სხდომაზე პოლიციელმა, უბნის ინსპექტორმა, მურად ნაჭყებიამ აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ პოლიცას თავად ნაციოანლეის აქტივისტმა შატყობინა, მისი თქმით, სამართალდარღვევის ოქმი 22სექტემებერს გვიან ღამით შეადგინა, ზუსტი დრო, სთ და წთ მითითებული არაა. პოლიციელის განმარტებით, მან ინციდენტში მონაწილე ორივე “ნაციონალებისა” და “ქართული ოცნების” აქტივისტები დაკითხა. ორივე მათგანმა დაასახელა შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები, რომელბიც უკეტესად აღწერდა მომხდარს, თუმცა როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა პოლიციამ მხოლოდ “ნაციონალების” მოწმეები დაკითხა, რის შემდეგაც 23 სექტემბერს კოალიციის მხარდამჭერი დააკავა.

ადვოკატის ლილი გელაშვილის კითხვას, რატომ არ დაკითხა “ქართული ოცნების” აქტივისტის მიერ დასახელებული მოწმეები და ხომ არ ქონდა მიკერძოებას ადგილი, როცა მხოლოდ ერთი მხარის მოწმეებს დაეყრდნო და ისე გამოიტანა დაკავების გადაწყვეტიელბა პოლიციელმა გარკვეული დროის შემდეგ უპასუხა, რომ საჭიროება არ მოითხოვდაო.

კიდევ ერთი კითხვა, რომელზეც პასუხს დარბაზში ხმაური და სიცილი მოყვა, პოლიცელის მიერ კანონის არცოდნასა და გარკვეულწილად დანაშაულის აღიარებას ეხებოდა.

იურისტის კითხვას, რამდენი საათი შეიძლება გყავდეთ პირი დაკავებული, რომელმაც ადმინსიტრაციული დანაშაული ჩაიდინა პოლიციელის უკმაყოფილება გამოიწვია, თავიდახარა და დაახლოებით 2წთ შემდეგ 72 სთ დაასახელა. მოსამართლემ დარბაზს სიცილზე შენიშვნა მისცა და სიწყნარისკენ მოუწოდა. პოლიციელმა კოლეგების კარნახით შეცდომის გამოსწორება სცადა და პასუხი ხელმეორედ დააფიქსირა და 48 სთ განმარტა.

პოლიციელს კანონი ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განუმარტა, რომლის თანახმად, თუ მოქალქე ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევის მიზეზით დააკავეს, ის 12სთ განმავლობაში უნდა გასამართლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში
ის უკანონო დაკავებულად ითვლება, ოქმი ბათილად უნდა იცნეს და სასამართლოს მისი განხილვის უფლება არა აქვს.

პროცესზე გელაშვილმა განმარტა, რომ სხდომა თითქმის ერთი დღის დაგვაინებით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცაცუა რამდენიმე საათის განმავლობაში უკანონოდ ყავდათ დაკავებული.

კანონის გაცნობის შემდეგ ადვოკატს პოლიციელიც დაეთანხმა და აღიარა, რომ ცაცუა 12სთ–ზე მეტხანს ყავდათ დაკავებული, თუმცა მიზეზად მან არასამუშაო დღეები და სასამართლოს დასვენება დაასახელა.

პოლიციელის განცხადებას გელაშვილმა უპასუხისმგებლო უწოდა.

“ადამიანის დაკავება და პატიმრობა მხოლოდ საქართველოს კანონდმდებლობით არ განისაზღვრება და სერიოზული პროცესია, საათები წყვეტს ყველაფერს. პრაქტიკაში 24სთ მორიგე მოსამართლეები არსებობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ იცოდით, რომ სასამართლო ისვენებდა რატომ დააკავეთ, რატომ გახდა მისი დაკავების აუცილებლობა, კრიმინალი იყო, სხვა დროსაც გაასამართლეთ და თავი აარიდა პასუხისმგებლობას? და თუ გახდა რატომ არ გაიმართა სხდომა დროულად?”– აღნიშნა ადვოკატმა.

მის ყოველ კითხვას პოლიციელი გარკვეული პასუხის შემდეგ მხოლოდ ერთი წინადადებით პასუხობდა, “საჭიროება მოითხოვდა”, თუმცა ეს საჭიროება ვერცერთ შემთხვევაში ვერ განმარტა და დაასაბუთა.

მოსამართლე დაკავებულის უფლებადამცველის მიერ პროცესზე წაკითხულ და განმარტებულ კანონის ყველა მუხლს დაეთანხმა, თუმცა გადაწყვეტილების გამოტანის დროს იმავე მუხლის მესამე ნაწილით იხელმძღვანელა, სადაც განმარტებულია, რომ სასამართლოს გამართვამდე დაკავებული უნდა მოთავსდეს შსს სამმართველოს დროებით იზოლატორშიო.

ადვოკატის თქმით, ეს იყო კანონის პირდაპირ ღიად დარღვევა და ინტერპრეტაცია რადგან მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულია, რამდენი საათი შეიძლება იყოს დაკავებული პირი, შემდგომ ნაწილში კი განმარტებულია მხოლოდ ის სად შეიძლება მოთავსდეს სამაართლოს გამართვამდე დაკავებული.

გელაშვილის განმარტებით, სასამართლომ და პოლიციამ პრაქტიკულად აღირა დაანშაული და რომ ხელიუფლებსი დავალებას ასრულებდნენ, ამიტომ მომავალში მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებს.

კომენტარები