“რამდენიმე კვირის წინ ქართულმა მხარემ მიიღო ინფორმაცია საფრანგეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიისაგან, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხება.

დღეს, 25 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, საფრაგეთის სასამართლოს სანქციით, ქართველ სამართალდამცველებს ოფიციალურად გადმოეცა ეს მასალა.

საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, ქართული ოპოზიციის წარმომდგენელსა და საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის სათავეში მდგომ კანონიერ ქურდებს შორის შედგა შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოში დესტაბილიზაციისა და ძალადობრივი მოქმედებების გამოწვევას, კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და მხედრიონის მსგავსი შეიარაღებული დაჯგუფების შექმნას.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ქართული სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ ინტენსიურ გამოძიებას”– აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, საფრანგეთიდან მიღებული მასალების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო ორგანოში დაკითხვის მიზნით დაბარებულია გიორგი ხაინდრავა.

საფრანგეთის ეროვნულმა ჟარდარმერიამ ქართულ მხარეს საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის სათავეში მყოფი “კანონიერი ქურდების” და გოგა ხაინდავას შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა მიაწოდა.

ფრანგი სამართალდამცავების მიერ მიწოდებული ვიდეომასალები მედიას მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ გააცნო.

კომენტარები