“დაკავებულები მხნედ არიან, ღირსეულად გრძნობენ თავს, მათ მიმართ არა აქვთ ისეთ მოქმედებას ადგილი, რომ უკმაყოფილება გამოთქვან. ყოველშემთხვევაში ამბობენ, რომ არ უჩივიან იქ არსებულ პირობებს. გვთხოვეს წიგნების და პრესის შეტანა, რომელსაც დღესვე მოვაგვარებთ.”– აღნიშნა ბესელიამ დაკავებულებთან შეხვედრის შემდეგ.

მისი განცხადებით, აქტივისტები გოდერძი შონია და გიზო ცაცუა სრულიად უდანაშაულოდ არიან დაკავებულეი და უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან.

ბესელიას განცხადებით, დაკავებულები, რომლებსაც 40 დღიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი, არჩევნების შემდეგ ვადამდე ადრე გათავისუფლდებიან.

“ქართული ოცნების” ორი აქტივისტი, გიზო ცაცუა და გოდერძი შონია პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის მიზეზით 23 სექტემბერს დააკავა.

მხარდამჭერების დაკავების მიზეზად პოლიციამ 22სექტემბერს, ახალ რაიონში მომხდარ ინციდენტი დაასახელა.

კოალიციის ინფორმაციით, როცა აქტივისტები ზუგდიდის აქციაზე წასასვლელად ემზადებოდნენ “ნაცმოძრაობის” აქტივისტმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადასვლას ცდილობდა, როცა ახალგაზრდები შეეწინააღმდეგენ და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.

ამ დროისთვის ახალგაზრდები ფოთის პოლიციის დროებითი მოთავსების საპყრობილეში იმყოფებიან.

კომენტარები