“ბოლო დღეების განმავლობაში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შსს დროებითი მოთავსების იზოლატორშები მოინახულეს 13 პირი, რომელთაც ადმინისტრაციული პატიმრობა აქვთ შეფარდებული. თითოეული მათგანი (დაჩი ცაგურიას გარდა), სახალხო დამცველის რწმუნებულებთან საუბრისას აცხადებს, რომ მათ მიმართ ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს აღნიშნულ პირთა ადმინისტრაციული დაკავების ფაქტებს. მომავალშიც ყველა მსგავს ფაქტს და მათ დეტალურ შესწავლას სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს მხარეებს, წინასაარჩევნო პერიოდში გამოიჩინონ განსაკუთრებული თავშეკავება, რათა აღნიშნულმა მოვლენებმა არ გამოიწვიოს სახელმწიფოში არსებული სიტუაციის დაძაბვა.”– აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

კომენტარები