მიხეილ სააკაშვილის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის 67-ე სესიაზე წარმოთქმულ სიტყვას გთავზობთ უცვლელად:

ბატონო პრეზიდენტო, თქვენო ბრწყინვალებავ, განსაკუთრებულო სტუმრებო, ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია გენერალურ ასამბლეას მივმართო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.

ეს ასამბლეა უნიკალურ საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ ჩვენი მსოფლიოსა და ჩვენი დროის მნიშვნელოვან გამოწვევებზე, ისევე როგორც, გამოვავლინოთ და წინააღმდეგობა გავუწიოთ იმ პრობლემებ,ს რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყნები დგას.

ეს უნდა იყოს კოლექტიური გამოხატვისა და ჭეშმარიტების მომენტი.

ტუნისის ახალგაზრდა მოქალაქის სასოწარკვეთილი აქტიდან 20 თვის შემდეგ, კიდევ ბევრ ადამიანს აქვს ეჭვი; აქტიდან რომელმაც მსოფლიო შეძრა და ბევრს გაუჩინა იმედი დედამიწაზე.

ზოგი ადამიანი გვეუბნება რომ გათავისუფლებისა და სიამოვნების კადრები ცრუ დანაპირებებმა, სასოწარკვეთილებამ და ქაოსმა შეცვალა; რომ მსოფლიო უკეთესი ადგილი იყო მაშინ, როდესაც ნაკლები ადამიანი იყო თავისუფალი და რომ საერთაშორისო სისტემა უფრო სტაბილური იყო მაშინ, როდესაც ნაკლები საზოგადოება იყო გახსნილი.

დღეს აქ მოვედი, რათა ამის საპირისპირო გითხრათ. მე დღეს აქ მოვედი, რომ თავისუფალი საზოგადოებების სასარგებლოდ ვისაუბრო.

ბენგაზიში საშინელი თავდასხმის შემდეგ, სადაც ელჩი ქრის სტივენსი დაიღუპა, მე ვესაუბრე აშშ-ს ელჩს ჩემს ქვეყანაში. მინდოდა, რომ მწუხარება გამეზიარებინა და მხარდაჭერა გამომეხატა ამ უნიკალური ერის მიმართ.

ჩემთვის გასაოცარი იყო იმის მოსმენა, რაც მან მითხრა. ჩემთვის გასაოცარი იყო ის ფაქტი, რომ ამერიკელი დიპლომატები, თავიანთი ტკივილის და სიბრაზის მიუხედავად, მაინც დარწმუნებული იყვნენ, რომ ლიბიის გათავისუფლება ფუნდამენტურად კარგი რამ იყო.

რამდენიმე დღის წინათ ჩემს ქვეყანაში აშშ-ს ელჩის ნათქვამი სიტყვები ბენგაზიში დემონსტრაციებისას გამართლდა, როდესაც იქაური მოქალაქეები აღუდგნენ არატოლერანტულობას და აჩვენეს თავიანთი მხარდაჭერა მშვიდობისა და ბენგაზელი ხალხის მიმართ.

ჩემთვის გასაოცარი იყო ბენგაზელი ხალხის სიმამაცე და თავისუფლების სიყვარული.

ჩემთვის ასევე გასაოცარი იყო უნგ შან სუუ კის ვიზიტი აშშ-ში წინა კვირას და ის სასიამოვნო დახვედრა, რომელიც ამერიკამ მას მოუწყო, ისევე როგორც, მისი სურვილი, აქ ჩამოსულიყო და თავისი ისტორია მოეყოლა მშვიდად და მტკიცედ; ის ისტორია, რომელიც თავისუფლებისკენ მიმართულ პროგრესს ეხება თითქმის არ არსებული შანსების პირობებში.

20 თვის შემდეგ, მუჰამედ ბუაზიზის სასოწარკვეთილი და ტრაგიკული სიკვდილიდან, ბევრ ადამიანს კიდევ შეაქვს ეჭვი იმ მიზეზში, რომლისთვისაც ელჩმა სტივენსმა თავისი სიცოცხლე დათმო, შეაქვს ეჭვი აუნგ სან სუუ კის ხედვაში და ზოგადად თავისუფლებაში.

მე დარწმუნებული ვარ, რომ სკეპტიკოსები არ არიან მართლები.

თავისუფალი საზოგადოება არასდროს ნიშნავდა საზოგადოებას პრობლემების გარეშე.

ამის საპირისპიროდ… ღია საზოგადოებას აქვს პრობლემები; ის მათ აჩენს და ებრძვის. ასეთ პირობებში არგუმენტები ყველასთვის საჯაროა და მთავრობას აქვს ანგარიშვალდებულება.

ღია საზოგადოებრიობა, ისეთი ადგილია, სადაც განვითარება ხშირად ხმამაღალი, მტკივნეული და ქაოსური პროცესების შედეგად მიიღწევა.

შარლ ლუი დე მონტესკიემ დაწერა დიდი ხნის წინათ: თუკი ყველა ეთანხმება მთავრობასაც და ერთმანეთსაც, მაშინ თქვენ არ ხართ რესპუბლიკაში. თქვენ ხართ სასაფლაოზე.

ქალბატონებო და ბატონებო, მე ვიცი რაზეც ვსაუბრობ.

ჩემი საკუთარი ქვეყანა დადგა დემოკრატიის გამოწვევების წინაშე ერთი კვირის წინ, როდესაც ჩვენს პენიტენციურ სისტემაში წამების დამადასტურებელი მტკიცებულება გამოჩნდა.

ეს ფაქტები შემზარავი იყო და ჩვენი პასუხისმგებლობა – გვემოქმედა – ნათელი. ჩვენი რეაქცია იყო სწრაფი და ჩვენ ის გავაკეთეთ, რასაც დემოკრატია უნდა აკეთებდეს.

ჩვენ ამის ჩამდენი მოვახდინეთ იდენტიფიკაცია და დავაპატიმრეთ ის ადამიანები, რომლებმაც საშინელი წამების ფაქტები ჩაიდინეს.

პენიტენციური სისტემის სათავეში მდგომი ადამიანები, ისევე როგორც მინისტრები, გადადგნენ.

აი, ასე ვითარდება დემოკრატიები და ასე ვვითარდებით.

სწორედ ასე გადალახა ჩემმა მთავრობამ შეცდომები და გამოწვევები წარსულში და გახდა უფრო ძლიერი, ეფექტიანი და მოტივირებული, აშენოს ღია საზოგადოება და მისთვის საჭირო ინსტიტუტები.

ეს ნათელია: არ არსებობს მოკლე გზა ანგარიშვალდებულებისა და თავისუფლებისკენ.

ღია საზოგადოების შენება და შენარჩუნება მოიცავს მტკივნეულ გაკვეთილებს და მნიშვნელოვან რისკებზე წასვლას.

მაგრამ საქართველოდან ასეთი გზავნილი უნდა გავუშვათ მიანმარში ახლანდელი მოვლენების ფონზე: ამ რისკების გაწევა ღირს.

თქვენო ბრწყინვალებავ,ქალბატონებო და ბატონებო,მე მოგმართავთ ჩემი ქვეყნისთვის გადამწყვეტი არჩევნების წინ.

მე ვიცი რამდენი უზარმაზარი გამოწვევის წინაშე დგას ეს ორგანიზაცია და ეს გასაჭირში მყოფი მსოფლიო – ბირთვული იარაღის გავრცელების საშიშროებიდან დაწყებული გლობალური დათბობით და სიღარიბით დამთავრებული მაგრამ დღეს მე გთხოვთ ყურადღება დაუთმოთ საქართველოში განვითარებად მოვლენებს იმტომ რომ მე მჯერა ისინი არის იმ უფრო ფართო გლობალური შეკითხვის ნაწილი რომლის წინაშეც ჩვენ ვდგევართ – გაუძლებს თუ არა დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვა?

მე აქ მოვედი რომ გითხრათ: საქართველო დარჩება ღია საზოგადოებად. ეს არის ჩვენი მოქალაქეების არჩევანი და სხვა არჩევანი არ არსებობს.

ჩემი ერი პირველ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენ ამ დღის მოლოდინში ვართ და იმ შესაძლებლობისა, რომელიც საშუალებას იძლევა განახლდეს და გაძლიერდეს კონკრეტული ფუნდამენტალური სოციალური კონტრაქტი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს უფლებას თავისუფლად განსაჯონ და აირჩიონ თავიანთი ლიდერები.

გამართა ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ რამდენიმე არჩევნები, რომელთაგან ყველა საერთაშორისო დამკვირვებლების მეთვალყორეობით მიმდინარეობდა და თითოეული მათგანი თავისუფალი და სამართლიანი იყო.

ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელშიც გუშნდელი მიღწევები არასდროს არ არის საკმარისი და მე ავიღე ვალდებულება, რომ ამ წელს ხმის მიცემა ბევრად უფრო თავისუფალი და სამართლიანი იყოს წინა არჩევნებთან შედარებით.

ჩვენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით ამ მიზნისკენ სწრაფვისას.

ჩვენ გავზარდეთ საზოგადოებრივი დაფინანსება და უფასო სამაუწყებლო დროც ყველა ნაციონალურ არხზე პოლიტიკური პარტიების რეკლამებისთვის იმასთან ერთად, რისი ყიდვაც მათ შეუძლიათ საკუთარი ფულით.

ჩვენ შემოვიღეთ must carry / must offer („უნდა გააშუქო/უნდა შესთავაზო”) ვალდებულება, რათა ყველა კერძო საკაბელო ქსელმა გააშუქოს მოვლენები ახალ ამბებზე დაყრდნობით.

ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჩვენ ჩავატარეთ პირველი სატელევიზიო დებატები პრემიერმინისტრობის კანდიდატებსა და საკანდიდატო სიების ლიდერებს შორის.

ჩვენ მოვახდინეთ ქცევის კოდექსის ინიცირება, რათა აგვეკრძალა პოლიტიკური დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, კამპანიასთან დაკავშირებული ძალადობა და სიძულვილის გამომხატველი საუბარი, რომელიც წლების განმავლობაში ფართოდ გამოიყენებოდა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ.

სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ყველა პოლიტიკური მოთამაშე არ იზიარებს ამ პრინციპებს და სპეციალურად მუშაობს იმისთვის, რომ ქართული დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენოს – მოახდინოს გავლენა იმაზე, თუ როგორ აღიქმებიან ისინი ადგილზე და საზღვარგარეთ.

ჩვენი დემოკრატიის მოკლე ჩართვის განხორციელების სპეციალურ მცდელობებზე, ჩვენი პასუხი პირდაპირია – დემოკრატიული, გამჭვირვალე, კანონის უზენაესობაზე დამყარებული პროცესი კომპრომისს არ ექვემდებარება.

ეს არა მარტო ჩემი მოთხოვნაა, არამედ ქართველი ხალხისაც.

საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა და ჩვენ ვიცით იმ პარტნიორობისა და ურთიერთობის ფასი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობას მოაქვს.

როგორც წარსულში, ჩვენ კიდევ ერთხელ გავაღეთ კარი და მოვიწვიეთ სანდო საერთაშორისო საარჩევნო მონიტორები ჩვენს ქვეყანაში ეუთოდან, ევროპის პარლამენტიდან, ნატოს საპარლამენტო ასამბლეიდან, აშშ-ს კონგრესიდან და ცნობილი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.

დღემდე თითქმის ყველა სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიშებში თანმიმდევრულად და ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ეს არის ყველაზე კონკურენტული არჩევნები საქართველოს ისტორიაში.

პირველ ოქტომბერს ქართველი ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს და ვუპირისპირდები მათ, ვინც ცდილობს საქართველოსთვის კარის დაკეტვას.

თქვენო ბრწყინვალებავ, ქალბატონებო და ბატონებო, ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არჩევნები ქართულ პროცესად დარჩება.

დღეს ამ გამორჩეულ ფორუმზე მე თავს ვალდებულად მივიჩნევ, რომ თქვენი ყურადღება გადავიტანო ჩემი ქვეყნის უსაფრთხოების გარე მუქარებზე.

ევროკავშირის მონოტორინგის მისიამ ეს ესაა გამოაცხადა, რომ რუსეთის ძალები ამჟამად არალეგალურ სამხედრო განლაგებას ახორციელებენ სამხრეთ ოსეთში. სანამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ისინი იარაღს და ჯარისკაცებს აყენებენ ჩვენს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რუსეთის სამხედრო ძალებმა არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ აწარმოოს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში იმ საღამოს როდესაც ჩვენთან არჩევნები გაიმართება.

რთული წარმოსადგენია უფრო პროვოკაციული და უპასუხიმგებლო მიდგომა ვიდრე კონკრეტული სახელმწიფოს დემოკრატიული არსებობის უმნიშვნელოვანეს მომენტში სამხედრო ძალების მობილიზაცია.

ამიტომ, დღეს მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოების ყველა ჩვენს მოკავშირესა და მეგობარს, რომ არ მოახდინონ ამ შემაშფოთებელი მოვლენების ინგორირება ან უგულვებელყოფა.

და მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და თხოვნით მივმართო მსოფლიოს, რათა ერთხმად აიმაღლოს ხმა ამ საფრთხეების წინაშე და მხარი დაუჭიროს ჩვენს სუვერენულ, დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

მოკლედ, რომ ვთქვათ თქვენი სიფხიზლე და ჩართულობა არის აუცილებელი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისტორია არ განმეორდეს – რომ 2012 არ გახდეს 2008-ის განმეორება ან მითუმეტეს 1921-ისა, როდესაც ჩვენი დამოუკიდებლობა ბოლოს ძალისხმიერად რუსეთის მიერ იყო შეწყვეტილი და ჩვენ გადავიქეცით ადგილად სადაც ძალადობა და ზეწოლა მძვინვარებდა 70ზე მეტი წლის განმავლობაში.

ჩვენ უნდა შევხედოთ იმას, რაც მოხდა ბოლო წლების მანძილზე.

ჩვენ განვიცადეთ რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრა, რუსეთისა, რომელიც 2008 წელს საბჭოთა კავშირის მემკვიდრე იყო.

თუ ისტორიას დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ჩვენ მხოლოდ 4.7 მილიონი ვართ; 5 მილიონიც კი არ ვართ. ეს არის ასჯერ უფრო დიდი და უკეთ შეიარაღებული ქვეყანა, რომელიც 20 საუკუნეში თავს დაესხა ბევრ ქვეყანას.

საბჭოთა კავშირი თავს დაესხა ბალტიისპირეთის ქვეყნებს, პოლონეთის დიდ ნაწილს და დაასრულა მათი დამოუკიდებლობა.

1956 წელს საბჭოთა კავშირი თავს დაესხა უნგრეთს, მოკლა მათი პრეზიდენტი და ამით დაასრულა უნგრელების დამოუკიდებლობა.

1968 წელს ის თავს დაესხა ჩეხოსლოვაკიას, გადაატრიალა მისი მთავრობა და დაასრულა ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობა.

1979 წელს ის დაესხა საქართველოზე ბევრად დიდ ავღანეთს და ერთი საათის განმავლობაში მოკლა მისი პრეზიდენტი.

2008 წელს კი იგი თავს დაესხა ჩვენს პატარა ქვეყანას. იმათზე ბევრად პატარას, რომლებიც მე ვახსენე. მათ ჩვენი ტერიტორიების ნაწილის ოკუპირება მოახერხეს, მაგრამ ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწიეს.

მათივე მტკიცებით, საქართველოში შემოიჭრისას სამი მიზანი ჰქონდათ.

პირველი – საქართველოს მთავრობისა და დემოკრატიის დამხობა და მისი ლიდერების ფიზიკური განადგურება. ეს არ არის ჩემი სიტყვები და კონსპირაციული თეორია. ამის თაობაზე მათ ღია და დახურულ საერთაშორისო ფორუმებზე განაცხადეს.

მეორე – მათი მიზანი იყო ენერგორესურსების ჩაკეტვა და მათი მონოპოლიზაცია რეგიონში. ისინი ამაშიც ჩაიჭრნენ და ენერგოკორიდორი ჯერ კიდევ ვითარდება.

და მესამე – ნატოს გაფართოებისა და რეგიონის საერთაშორისო ორგანიზაციებში ყველანაირი ინტეგრირების შეჩერება. ისინი ამაშიც ჩაიჭრნენ.

როდესაც მათ ვერ მოახერხეს საქართველოს ლიდერების ფიზიკური ლიკვიდაცია და ვერც ერთ სხვა მიზანს ვერ მიაღწიეს, ისინი დარჩნენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებსაც მსოფლიომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ოკუპირებული ტერიტორიები უწოდა.

ეს ნიშნავს, რომ მათ იქედან გასვლა მოუწევთ.

ახლა ისინი მაინც ცდილობენ ძირი გამოგვითხარონ რადგან დაუმთავრებელი საქმის განცდა აქვთ.

თქვენ იცით, რომ აქ მხოლოდ პატარა ქვეყნის ბედი არ წყდება. აქ წყდება მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის ბედი – 400-500 მილიონი ადამიანისა. რადგან რუსეთმა 2008 წელს ვერ შეძლო ქართული დემოკრატიის განადგურება, ცენტრალური აზიის ქვეყნები, უკრაინა, ბელარუსი, და მოლდოვა, ისევე როგორც სხვა აღმოსავლეთ ევროპის ხალხები, ფიქრობენ: „საბოლოოდ თავისუფლება სწორი არჩევანია” და საბოლოოდ, პატარა ქვეყანაც კი არ შეიძლება განადგურდეს თუ ის ძლიერია და მას საერთაშორისო თანამეგობრობაც ეხმარება.

ასე რომ, ეს ძალიან ცუდი მაგალითია რუსეთის გადმოსახედიდან.

მეორე მხრივ, ქართული რეფორმებისა და დიდი რუსი ერის მიმართ ჩვენი გახსნილობის გამო, ჩვენ შემოვიღეთ უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.

წელს საქართველოში ჩამოვა ერთ მილიონი რუსი ტურისტი და ისინი უკან დაბრუნდებიან ერთი მილიონი ამბით საქართველოს წარმატებულ განვითარებაზე.

ეს არის ქვეყანა ახალი საავადმყოფოებით, ახალი ქალაქებით, სიღარიბის შემცირებული მაჩვენებლით, საყოველთაო დაზღვევით; ქვეყანა რომელიც იმაზე უკეთ გამოიყურება ნავთობისა და გაზის გარეშე, ვიდრე რუსეთის რეგიონების უმეტესობა.

სინამდვილეში რუსეთის პრეზიდენტ მედვედევს იმ პირობებშიც კი, როდესაც ისინი ვერ იტანენ საქართველოს მთავრობას, ორჯერ მოუწია იმის ღიად გამოცხადება (ერთხელ ჟურნალისტებთანდა ერთხელ თავის პარლამენტთან), რომ ქართული რეფორმები იმდენად წარმატებულია, რუსეთმაც უნდა შეისწავლოს და გადაიღოს.

ამიტომ სურთ მათ ჩვენი წასვლა, ამიტომ უნდათ, რომ საქართველო რუკიდან გაქრეს…

თუ საქართველო გადარჩა ის მათი გადმოსახედიდან ცუდი მაგალითი იქნება სხვებისთვის, ისევე როგორც რუსი ერისთვის და ახლანდელი რუსეთის მთავრობისთვის.

ის ფაქტიც თუ როგორი რეაქცია გვქონდა საპყრობილის სკანდალთან დაკავშირებით ბოლო დღეებში, მათთვის მიუღებელია, რადგან მსგავსი ფაქტები რუსეთში ყოველ დღე ხდება და ეს არავის აინტერესებს.

ის ფაქტი, რომ საქართველოში ამის გამო ორი მინისტრი გავათავისუფლეთ და რამდენიმე ადამიანი დავაკავეთ ცუდი მაგალითია ისეთ ადამიანებისთვის, ვისაც თავისუფლების შევიწროვება სურს.

სწორედ ამიტომ არის ქართული დემოკრატიის მხარდაჭერა და გადარჩენა საჭირო, რომ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე და მსოფლიოს ეს ნაწილი სწორი მიმართულებით წავიდეს.

დღეს ჩვენ თქვენ მოგმართავთ, რადგან სწორედ ეს ინსტიტუტი – გაერთიანებული ერების ორგანიზაცია – შეიქმნა, რათა დაიცვას ყველა ერის მთლიანობა ამ სახის საფრთხეებისგან.

ეს ინსტიტუტი შეიქმნა იმისათვის, რათა მსოფლიო აღარ ყოფილიყო ისევ უკანონობის ოკეანე, სადაც დიდი ზვიგენი პატარა თევზს შთანთქავს ისე, რომ მსოფლიოს მხრიდან რეაგირებაც არ ხდება.

თქვენი ჩართულობით, ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ნებისმიერი, ყველა მცდელობა დროის უკან დაბრუნებისა.

ძვირფასო დელეგატებო,მოვუწოდებ მსოფლიოს ყურადღება მიაპყროს და სწორი გზავნილები გააკეთოს.

ამ მოწოდებას ვაკეთებ და ამავე დროს ვიცი, თუ რა არის ჩვენი ვალდებულება.

ამ საფრთხეების წინაშე, ჩვენი ერთგულება დემოკრატიისა და გამჭვირვალეობისადმი არის ისე მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს.

ეს უბრალოდ ჩვენი პასუხი არ არის, ეს არის საუკეთესო პასუხი.

ჩვენმა ტრანსფორმაციამ და იმ მტრულმა დამოკიდებულებამ, რომელიც მან გამოიწვია მათში, ვინც თავისუფლებაში საფრთხეს ხედავენ, განაპირობა საქართველოს სახით ნიმუშის შექმნა მთელი რეგიონისათვის.

საქართველოში დღეს უმნიშვნელოვანესია სწორედ ის იდეა, რომ ამ რეგიონში დემოკრატიის განვითარება შესაძლებელია.

ძლიერი ხმები აგრძლებენ იმ გზავნილების გაკეთებას, რომ დემოკრატია, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის შეუძლებელი – ისინი თავისუფლებას, მერიტოკრატიას და ადამიანის უფლებების პატივისცემას უყურებენ, როგორც ფუნდამენტურად უცხო ცნებებს.

საქართველომ დაამტკიცა, რომ ისინი ცდებიან – ისევე როგორც ბევრმა თქვენთაგანმა გააკეთა ეს. ჩვენმა ძალისხმევამ აჩვენა, რომ კორუფცია, შეუწყნარებლობა, დაშინება, შიში და ძალადობა არ არის არც კულტურის ნაწილი და არც გარდაუვალი რამ.

განსხვავებული აზრი, პლურალიზმი და ჯანსაღი დებატები – ის რაც სხვებისთვის საფრთხეებს წარმოადგენს – ჩვენთვის ეს არის ძლიერი მხარე.

ჩვენი ხედვა არის ნათელი: შეუძლებელია ხანგრძლივი სტაბილურობის მიღწევა თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე და შეუძლებელია მუდმივი კეთილდღეობის უზრუნველყოფა კონკრეტული უფლებების გათელვით.

ამ მოკლე ნაბიჯებს არასდროს არ მოაქვს საბოლოო წარმატება.

ყველა კულტურაში, ყველა საზოგადოებაში; მსოფლიოს ყველა კუთხეში ხალხი საბოლოოდ აუცილებლად მოითხოვს საკუთარი მომავლის თავად არჩევის უფლებას.

მხოლოდ ის მთავრობები მიაღწევენ ჭეშმარიტ სტაბილურობას, რომლებიც ამ მოთხოვნას უპასუხებენ.

ეს ფუნდამენტური შეთანხმება ყოველთვის არ არის მარტივი პროცესი.

ის მთავრობები, რომლებიც ამ პროცესისადმი ერთგულების გზას ირჩევენ, მზად უნდა იყვნენ არეულობისა და უთანხმოებისთვის.

ხშირად, ის, რაც სირთულეს წარმოადგენს არჩეული ლიდერებისთვის, სარგებლის მომტანია მოქალაქეებისთვის.

ის, რაც წარმოადგენს გამოწვევას მმართველი პარტიისათვის, ხშირად აუცილებლობას წარმოადგენს სახელმწიფოსთვის.

თავისუფლებისა და ანგარიშვალდებულების ამ მიზნების მიღწევის გზაზე, ჩვენი საერთო ძალისხმევა უნდა ეფუძნებოდეს კანონის უზენაესობასა და ამ ფუნდამენტური პრინციპებისადმი პატივისცემის ვალდებულებას.

არასდროს არ მოხდება ძალადობისა და დაშინების ლეგიტიმაცია – და უმცირესობა ვერასოდეს მოახერხეს უმრავლესობისათვის საკუთარი შეხედულების თავზე მოხვევას.

დაუშვებელია, რომ იარაღმა, ფულმა, მუქარამ, შანტაჟმა, სიძულვილმა და შიშმა მოახდინოს პროცესის მძევლად აყვანა.

ჩვენი პასუხი ამ საფრთხეებზე არის განსხვავებული აზრის უფლების დაცვა, ჩვენი პასუხი არის პლურალიზმის წახალისება, ჩვენი პასუხი არის ყოველი აზრის გამოთქმის უზრუნველყოფა. და ჩვენი პასუხი არის კანონის მეშვეობით.

მე შემიძლია გითხრათ, თუ როგორი რთული არის ეს პროცესი, მაგრამ ასევე შემიძლია გითხრათ, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

ბატონო პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო, მსურს გაგიზიაროთ ჩემი იმედი და ჩემი ნდობა.

რამდენიმე დღეში, ყველა სოციალური, რელიგიური და ეთნიკური წარმომავლობის ქართველი ერთად გადაწყვეტს საკუთარ მომავალს საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილში.

ისინი დააფიქსირებენ განსხვავებულ აზრებს და სურვილებს და წარმოიშვება ჩვენი ერისთვის ახალი მომავალი.

გახსნილობა კიდევ უფრო იქნება გამტკიცებული, გამჭვირვალობა გამყარებული და საზოგადოებრივი ანგარიშვალებულება დადასტურებული.

მთავარი, რაც იქნება დადასტურებული არის ის, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება უკან, მას უკან ვერასოდეს წაათრევენ ვერანაირი ზემოქმედებით, ვერანაირი ბინძური ჩრდილოური ფულით, ვერანაირი სამხედრო წვრთნებით და შემოჭრებით.

ეს არ მოხდება!

ევროკავშირის კვლევების თანახმად, ჩვენ ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული; ძლიერი საჯარო ინსტიტუტებით, რომელთა მოქრთამვა და ამოძირკვა შეუძლებელია.

საზოგადეობრივი ხელშეკრულების მუდმივი განახლებით, რომელიც წარმოადგენს ყოველი დემოკრატიული სახელმწიფოს სულს, ჩემი თანამემამულე მოქალაქეები, ჩვენ დავამტკიცებთ, რომ დემოკრატიულ პრინციპები და საქმის წარმოება აქ სწორად არის დამკვიდრებული.

მსურს ჩემს თანამემამულე ქართველებს მივმართო ამ ტრიბუნიდან: 1 ოქტომბერს, თქვენ აირჩევთ თქვენს საკუთარ მომავალს, გამოხატავთ თქვენს აზრს და სურვილს ხმის მიცემის საშუალებით.

ჩვენი პოლიტიკური, კულტურული, რელიგიული თუ სოციალური განსხვავებების მიღმა, ჩვენ ყველა ერთი ერის შვილები ვართ, ჩვენა ყველა ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველას ერთი ისტორია გვაქვს.

ასე რომ, მოდით ეს არჩევნების დღე ვაქციოთ ჩვენი თავისუფლებისა და ჩვენი ერის აღნიშვნის დღედ.

ცხადია, ჩვენ ხმას მივცემთ სხვადასხვა პარტიებს, სხვადასხვა ხედვებს, მაგრამ პატივი ვცეთ სხვის არჩევანს, ყველამ პატივი ვცეთ პროცესს და საერთო სურვილს, რომელიც გამოვლინდება საარჩევნო ყუთების მეშვეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მოდით ვიყოთ ერთიანი ჩვენი დემოკრატიისა და სახელმწიფოსადმი პატივისცემაში მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა აშკარა განსხავებული აზრი და პოზიცია.

ნურავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ეს დღე ჩაგვიშალოს.

შემდეგ, ძალზე განსხვავებული აზრის წარმომადგენლების არჩევა მოხდება, მოვუწოდოთ ყველას შევიდნენ ახალ პარლამენტში და ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა.

არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი განსხვავებები და პოზიციები, მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ ყველანი ქართველები ვართ.

მე მწამს ქართველი ხალხის.

ადრეც განვაცხადე, რომ დემოკრატია არის რთული, ზოგჯერ ხმაურიანი სისტემა. ის წარმოადგენს გამოწვევას მთავრობის შიგნით და გარეთ მყოფთათვისაც.

და ის აიძულებს ლიდერებს მიენდონ საზოგადოებას.

პირადად მე, ვერ ვხედავ სხვა რეალურ ალტერნატივას – და ვერ ვხედავ რისკის აღების უკეთესს მიზეზსაც.

შიში არის ავტოკრატის უმთავრესი მახასიათებელი; მაშინ, როდესაც ნდობა არის დემოკრატის განმსაზღვრელი.

მოდით, ყველა მივენდოთ ჩვენს მოქალაქეებს. მაშინაც კი, როდესაც ჩვენზე გაცილებით დიდი ავტოკრატიული ძალები გვემუქრებიან.

ჩემი ქვეყნის ყველაზე საუკეთესო თავდაცვა მეტი გახსნილობა, დემოკრატია, გამჭვირვალობა, ინსტიტუტების მუშაობაა ყველა საერთაშორისო მაფიისა და საერთაშორისო ზეწოლის წინააღმდეგ, რომლებიც საერთაშორისო სამართალს უპირისპირდებიან.

მოდით, დავიცვათ ინსტიტუტები, რომლებიც მხარს უჭერს და უზრუნველყოფს ჩვენს არჩევანს ვიყოთ ღია და თავისულაფალი.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

კომენტარები