საჩივარი “ნაცმოძრაობის” კანდიდატის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვს ფაქტს ეხებოდა.

“ქართული ოცნების” იურისტის, დიმიტრი ღონღაძეს განმარტებით, სხდომაზე კანდიდატის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სარიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრას, როგორც საკრებულოს წევრი ისე მართავდა, თუმცა ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამუშაოების დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს.

მისი თქმით, ამომრჩევლის მოსყიდვა ბიუჯეტის თანხით განახორციელდა თუ საკუთარი ხარჯებით ორივე შემთხვევაში დანაშაულია

–”კანდიდატი, რომელიც იმყოფება წინასაარჩევნო აგიტაციის რეჟიმში, ამომრჩეველს ხვდება საარჩევნო მიზნისთვის, ესაუბრება პროგრამაზე, ითხოვს მხარადჭერას სასაცილოა თქვა, შეხვედრას, როგორც საკრებულსო წევრი ისე მართავდაო. განმარტეს, რომ ყველა ის სამუშაო, რომლის შესრულებასაც სარიშვილი ამომრჩევლებს დაპირდა ბიუჯეტშია გათვალისწინებული. ასეც, რომ იყოს ჩვენ დავინტერესდით თანხის წარმომავლობით, დაფინანსების წყაროთი და იურიდიული მტკიცებულებით, თუმცა შესაბამისი ფინანსური დოკუმენტი, რომ სამუსაოები ბიუჯეტიდან ფინასდებოდა ვერ წარმოადგინეს. მაგ: საინტერესოა, როცა სარიშვილმა მოსახლეობას წყალი ცისტერნებით მიუტანა, ეს ბიუჯეტში როგორ არის ასახული და რა თანხაა გამოყოფილი? “– განაცხადა tspress-თან საუბრისას ღონღაძემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მტკიცებულების სახით ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები წარუდგინეს, მოსამართლემ “ნაცმოძრაობის” პასუხები არგუმენტირებულად ჩათვალა და მის საფუძველზე საჩივარი არ დააკმაყოფილა

თენგიზ სარიშვილის მიერ ჩადენილ კანონდარღვევაზე მასალა“ნაცმოძრაობის” ფოთელ კანდიდატს რეგისტრაციიდან მოხსნა ემუქრება” – TSpress.ge-მ 17 სექტემბერს, info9-ის კადრებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.

გადაღებულ მასალებში მკაფიოდ ჩანს, როგორ პირდება ერთ–ერთ შეხვედრაზე კანდიდატი მოსახლეობას გზის კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებას. მან ერთ–ერთ შეხვედრაზე ამომრჩევლის წინაშე, ტელეფონით დარეკა და კონკრეტულ ქუჩაზე ხრეშის დაყრა ითხოვა, მეორე შემთხვევა კი მოსახლეობას წყლის მილების სარემონტო სამუშაოებს დაპირება მისცა. სამუშაოების შესრულების დავალებას ის ორივე შემთხვევაში ტელეფონით გასცემს.

ამავე თემაზე:

“ნაცმოძრაობის” ფოთელ კანდიდატს რეგისტრაციიდან მოხსნა ემუქრება

ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბი “ნაციონალების” კანდიდატის მოხსნას ითხოვს

ნაციონალების” ფოთელი კანდიდატი ამომრჩევლის მოსიდვაზე თავს იმართლებს

კომენტარები