კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 9 თვის ბარბარე რაფალანცი “ქართული ოცნების” კოორდინატორის დისშვილია, რომელიც რამდენიმე საათის წინა გაიტაცეს, შემდეგ კი დეიდის სახლის ეზოში მდებარე ქვევრში აღმოაჩინეს, რომელსაც თავზე ქვა ქონდა გადაფარებული. ბავშვი ამ წუთებში საავადმყოფოში გადაყავთ.

სააგენტო “პირველის” ინფორმაციით, გატაცებული ბავშვის დეიდას “ნაციონალები” მათ მხარეზე გადასვლის სანაცვლოდ 3 ათასს ლარს სთავაზობდნენ. კოლაგში ადგილობრივი მოსახლეობა და დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

კომენტარები