“პოლიციაში შემოვიდა განცხადება კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგაში რაფალიანი ბარბარეს, 10 თვის ბავშვის სახლიდან დაკარგვის შესახებ. პოლიცია მყისიერად შეუდგა ოჯახთან ერთად ბავშვის ძებნას. ჩვილი მალევე იქნა ნაპოვნი სახლის ეზოში წყლით ნაწილობრივ სავსე ქვევრში. ბავშვი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. სამწუხაროდ ბავში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს ოჯახს და გააკეთებს მაქსიმუმს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებული მოვლენები!

ადგილზე უკვე გასულია შსს-ს კრიმინალისტების ჯგუფი”– აღნიშნულია შსს განცხადებაში

კომენტარები