ზუგდიდის 100 საარჩევნო უბნიდან 59 –ში ოქმი დაუბალანსებელია.

“ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც არბალანსდება ციფრები, გამოყენებული ბიულეტენები და არჩევნებზე მოსული ადამიანის რაოდენობა არემთხვევა ერთმანეთს. დიდი სხვაობაა. შესაბამისად მოვითხოვთ ამ 59 უბანზე ხელახლა ჩატარდეს არჩევნები, რაზეც საოლქოს ხვალ მივმართავთ.”– განაცხადა TSpress– თან საუბრისას ავალიანმა.

აღნიშნულ დარღვევებთან ერთად, დღეს ალასანიას შტაბმა წინასწარ შემოხაზული ბიულეტენები გამოაქვეყნა, რომელიც როგორც განმარატვენ ერთ–ერთმა ამომრჩეველმა თავად მიაწოდა.

ავალიანის განცხადებით, ზემოაღნიშნული ფაქტები ცხადყოფს, რომ ზუგდიდში საარჩევნო კარუსელი დატრიალდა.

ახალაიას საარჩევნო შტაბის უფროსი, ლაშა დამენია ინტერენტგამოცემა Livepress-თან საუბრისას აცხადებს, რომ ახალაიას ხმა მისი ავტორიტეტის გამო მისცეს. მისი თქმით, მუშაობიდან გამომდინარე უფრო მეტი პროცენტით გამარჯვებას ელოდებოდნენ.

“დანაპირები ჩვენ არც გვქონია. ერთადერთი, ბოტანიკური ბაღის თემა იყო, მაგრამ თუ შენ ოპოზიციაში ხარ რთულია, რომ უმრავლესობამ ბიუჯეტში ჩასვა ის საკითხები, რომელიც შენს ქალაქს აწუხებს. მაგრამ ვფიქრობ, რომ მიღწევადია ის თემები, რისი გაკეთებაც შეიძლება”– აცხადებს დამენია Livepress-თან საუბრისას

კომენტარები