“ქართულმა ოცნებამ” სააპელაციო სასამართლოს, ფოთის საქალაქო სასამართლოს გაადწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართა.

ქართული ოცნების” ორი აქტივისტი, გიზო ცაცუა და გოდერძი შონია პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის მიზეზით 23 სექტემბერს დააკავა.

მხარდამჭერების დაკავების მიზეზად პოლიციამ 22 სექტემბერს, ახალ რაიონში მომხდარ ინციდენტი დაასახელა.

კოალიციის ინფორმაციით, როცა აქტივისტები ზუგდიდის აქციაზე წასასვლელად ემზადებოდნენ,”ნაცმოძრაობის” აქტივისტმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადასვლას ცდილობდა. კოალიციის აქტივისტები კი მათ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. ახალგაზრდებს შორის შელაპაარკების შედეგად, პოლიციამ სამართალდარღვევად მხოლოდ “ქართული ოცნების” ატივისტები ცნო, სასამართლომ კი 40-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დღეს, სააპელაციო სასამართლო მეორე დაკავებულის, გიზო ცაცუას გათავისუფლების საკითხსაც განიხილავს.

კომენტარები