სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიზო ცაცუას ფოთის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 40-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სააპელაციომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის 10-დღიანი პატიმრობა საკმარისად მიიჩნია, რის გამოც ის დარბაზიდანვე გაათავისუფლა.

ცაცუას გათავისუფლებამდე რამდენიმე საათით ადრე, სააპელაციომ ამავე მოსაზრებით,”ქართული ოცნების” ფოთელი აქტივისტი გოდერძი შონიაც გაათავისუფლა.

ქართული ოცნების” ორივე აქტივისტი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის მიზეზით 23 სექტემბერს დააკავა.

მხარდამჭერების დაკავების მიზეზად პოლიციამ, წინა დღით, დევნილთა ახალ რაიონში მომხდარ ინციდენტი დაასახელა.

კოალიციის ინფორმაციით, როცა აქტივისტები ზუგდიდის აქციაზე წასასვლელად ემზადებოდნენ,”ნაცმოძრაობის” აქტივისტმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადასვლას ცდილობდა. კოალიციის აქტივისტები კი მათ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. ახალგაზრდებს შორის შელაპაარკების შედეგად, პოლიციამ სამართალდარღვევად მხოლოდ “ქართული ოცნების” ატივისტები ცნო, სასამართლომ კი 40-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები