ჟორდანიას განცხადებით, ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” საიდუმლო შტაბს, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე მუშაობდა ზაზა გოროზია და ლაშა დამენია ხელმძღვანელობდნენ.

მისი თქმით, ფლობს “შავ დოკუმენტაციას”, რომელიც სხვადასხვა ხარჯებისთვის თანხის გამოყოფას ადასტურებს. როგორც განმარტავს აღნიშნული შტაბი აფინანსებდა “რუსთავი 2″– ის ადგილობრივ ბიუროსა და სამეგრელოს მედია ორგანიზაციას (smo.ge)

ჟორდანია გაყალბების სხვა მექანიზმებზე, მათ შორის მარკირების სითხის გაქრობის შესაძლებლობაზე საუბრობს.

–”მაქვს დოკუმენტაცია როგორ ხდებოდა პრობაციონერების და იმ ადამიანების სიების დამუშავება, რომლებიც უნდა გაეთავისუფლებინათ. ასევე არსებობს მასალები, როგორ იხარჯებოდა თანხები ხალხის მობილიზებისა და სხვადასხვა ღონისძიებებზე ჩამოყვანისთვის. ადგილი ჰქონდა კარუსელებსაც და მარკირება რომ არ გამოჩენილიყო, შემუშავებული იყო ასეთი მექანიზმი – ადამიანები, რომლებიც კარუსელებში მონაწილეობდნენ, მაჯის ჩათვლით მთლიანად ხელს იბანდნენ მარკირების სითხეში, რის შემდეგაც ულტრაიისფერი სხივები მარკირების ლაქას ვეღარ აღიქვამდა. გაყალბება ყველა სახით ხდებოდა. 2008 წელს პირადობის მოწმობების გაყალბებაში პირადად ვმონაწილეობდი. ამ არჩევნებზე არ მიმიღია ამაში მონაწილეობა, მაგრამ ვიცი, რომ ესეც ხდებოდა. იყო “სომხური კარუსელებიც” და პირადობის მოწმობების გაყალბების შემთხვევებიც”, – აცხადებს ჟორდანია. ჟორდანიამ.

“მაესტროს” ინფორმაციით, ჟორდანიამ როლანდ ახალაიას შტაბი უკვე დატოვა.

კომენტარები