ფოთის ბიუჯეტში, ანგარიშზე 1,1მლნ ლარია. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ხელფასების დროულად დარიგების ან სხვა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე პრობლემა არ იქნება. თვითმმართველობა თანხების მიღებას სხვადსხვა სახის გადასახადებიდან ელოდება.

ამ დროისთვის რა რაოდენობის თახაა ფოთის ბიუჯეტში საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო საღინაძე არ აკონკრეტბს.

–”ბიუჯეტში თანხები არის, კანონიდ თანახმად, ველოდებით ქონების და სხვა კლასიფიკაციის გადასახადებს, ასევე მოსაკრებელს. ბიუჯეტში თანხა თანდათან შემოდის. ხელფასების გაცემაზე ან სხვა ვალდებულებების დაფინანსებაზე ჩვენ არანაირი პრობლემაა რ შეგვქმნება”– აცხადებს TSpress- თან საუბრისას საღინაძე.

მისი თქმით, არსებული დანაკლისი ცენტრალურ ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსური დახმარებით ნაწილობრივ შევსებულია.

ხელისუფლება წლის განმავლობასი 6მლნ ლარის ღირებულების ქოების გაყიდვას გეგმავდა, თუმცა ამ დროისთის ბიუჯეტში 1, 6 მლნ ლარი შევიდა.

მერია– საკრებულოს გაუყიდავი ქონების გასხვისების იმედი შემდგომ თვეებში აქვს, თუმცა 6მლნ გეგმა შეამცირეს და ამჟამად, წლის ბოლომდე ჯამში 4მლნ ლარის ქონების გასხვისებას ვარაუდობენ.

მერიის საფინანსო ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის სულხან თოლორდავას ინფორმაციით, კი ამ დროისთვის მერიას ბიუჯეტის ანგარიშზე 1, 1 მლნ ლარი აქვს.

თოლორდავას განცხადებით, უახლოეს დღეებში ბიუჯეტს ეტაპობრივად დაემატება ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2,5 მლნ ლარის ოდენობის მიზნობრივი ტრანსფერი. მისი თქმით, თანხას საჭიროებისამებრ მოითხოვენ.

არჩევნების დასრულების შემდეგ პოლიტიკოსები და საზოგადოება სახელმწიფო ხაზინაში არსებულ ფინანსურ რესურსებით დაინტერესდა. აღნიშნულზე ინფორმაცია ვანო მერაბიშვილმა გაავრცელა.

პრემიერის ინფორმაციით, სახელმწიფოს ამ დროსითვის 2 მილიარდზე მეტი ნაღდი ფული და 3 მილიარდამდე რეზერვი გააჩნია.

კომენტარები