“იგი თავს არ ცნობს დამნაშავედ, არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას, მაგრამ პროკურატურა წამოვიდა იმ შეთანხმებაზე, რომ აკმაროს სასჯელად ერთი წლის ვადა. შესაბამისად, თამაზაშვილს აღნიშნული ვადა გასდის 11 ოქტომბერს, თუმცა პატრიარქის კურთხევით, პატიმრებს ვადის გასვლამდე ერთი დღით ადრე ათავისუფლებენ. შესაბამისად, თამაზაშვილი საპყრობილეს ხვალ დატოვებს”, – განაცხადა თამაზაშვილის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი 20011წლის ოქტობერში ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა, შენახვასა და ტარების ბრალდებით დააკავა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კომენტარები