სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცხელ ხაზზე არაერთმა დაინტერესებულმა პირმა დარეკა, გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, იმასთან დაკავშირებით, რომ #6 რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები მასობრივად შიმშილობენ.

“პატიმართა მოთხოვნები განსხვავებულია და უკავშირდება როგორც მათ წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებს, ასევე მათ ჯანმრთელობას და სამედიცინო დახმარების დროულად აღმოჩენის მოთხოვნას. ამავდროულად ერთ პატიმარი შიმშილობს სხვა მოშიმშილე პატიმრისადმი სოლიდარობის ნიშნად.

დაწესებულების ადმინისტრაციამ მოშიმშილე პატიმრებს განუმარტა შიმშილობის დროს მათ მიმართ მოპყრობის წესი და ყოფნის პირობები, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმმა კი – შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის შესაძლო მძიმე შედეგები.

დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან მოხდა იმ მოთხოვნების იდენტიფიცირება, რომელთა დაკმაყოფილებაც შედის მათ კომპეტენციაში და მიღებული იქნა სათანადო ზომები მათი დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად.

ამავდორულად, მოშიმშილეთა ნაწილს განემარტა, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება სცილდება ადმინისტრაციის კომპეტენციას და ამის შესახებ ეცნობა შესაბამის უწყებებს”-წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები