ზურაბ სალაყაიამ და ნანა ზიბლიცკაიამ პრესკონფერენცია TSpress – ის სტუდიაში გამართეს.

TSpress.ge- რედაქტორის, ელისო ჯანაშიას განმარტებით, მასალების შესწავლით, არაადექვატურ სასჯელთან ერთად, ახალგაზრდების უდანაშაულობაც იკვეთება.

“ეს არის არაერთი შემთხვევა ფოთში, ეს არის დანაშაულებრივი, რეპრესიული მანქანა. როცა იჭერდნენ პოლიციელები და გამომძიბელი რომეო კვანტალიანი და მისნაირები “კერავდნენ” რაღაც საქმეებს, აგვირგვინებდა პროკურატურა სერგო წულაიას ხემძღვანელობით და შემდეგ, მოსამართლე რევან ნადარაია ამას ყველაფერს ნოტარიულად ადასტურებდა,”– განმარტა ჯანაშიამ.

ერთ–ერთი დაკავებულის მამამ, ზური სალაყაიამ უკანონო პატიმრობაში მონაწილე პოლიციელების ვინაობა მანუჩარ მალანია, გიორგი ხაჭვანი, ასევე ცრუმოწმე პოლიციელები: კეიდია და ძაგანია დაასახელა. მისი თქმით, ამგვარი ფორმით ფოთში არა ერთი ახალგაზრდაა დაკავებული, რომელთა საქმე გადასახედია.

მისი თქმით, ახალგაზრდების დაკავებაში და უკანონო ბრალდებებში ფოთის პოლიციის ხელმძღვანელი პირებიც მონაწილეობდნენ.

სალაყაია დაკავებულების დაუყონებლივ გათავისუფლებას, საქმის ხელახლა გადახედვასა და დამნაშავე პოლიციელების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

დღეს, TSpress. ge-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება 14 და 10 წელი არჩადენილი დანაშაულისთვის

წარმოდგენილი მტკიცებულების თანახმად, ხუთი მოწმის ჩვენება ადასტურებს, რომ ახალგაზრდები ფაქტზე არ დაუკავებიათ. ერთ-ერთი მოწმის მტკიცებით, ჩხრეკისას დაკარგული ნივთები პოლიციას არ ამოუღია.

კომენტარები