ფოთის სამმართველოს გამომძიებელს ახსნა– განმარტება TSpress.ge რედაქტორმა, ელისო ჯანაშიამ და ჟურნალისტმა იზა სალაყაიამ მისცა. ჟურნალისტებმა დეტალურად აღწერეს მომხდარი.

დაკითხვის დროს გამომძიბელი დაინტერესდა რაში გამოიხატებოდა სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი, 13 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე ფოთის საკათედრო ტაძრის ეზოში მოხდა. სასულიერო პირებმა ჟურნალისტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ჟურნალისტი ტაძრის ეზოში გაკრულ პლაკატებს იღებდა, რომლებზეც პრეზიდენტი, კათოლიკოს-პატრიარქი და მეუფე გრიგოლი იყვნენ გამოსახული.

ინციდენტი ტაძრის ეზოში ელისო ჯანაშიას მიერ მეუფე გრიგორლისთვის კითხვის დასმას მოყვა. კითხვას – „რამდენად სწორად მიგაჩნიათ ამ პლაკატების გამოკვრა ტაძრის ეზოში“, – მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტს მხრისა და ფეხისკვრით უპასუხა. ხოლო იქვე მდგომმა მამა თევდორემ ჯანაშიას ხელები გადაუგრიხა, რომელშიც ფლიპ-კამერა ეჭირა, ძალისმიერად ჩამოგლიჯა საკიდიდან ტექნიკა და ეზოში მოისროლა. ფლიპ-კამერა დაზიანდა.

TSpress.ge-ს ჟურნალისტმა იზა სალაყაიამ, სასულიერო პირის, კერძოდ მამა გრიგოლის მიერ კამერაზე რამდენჯერმე ხელისკვრის მიუხედავად, ინციდენტის ფრაგმენტების გადაღებამაინცმოახერხა, სადაც ნათლად ჩანს ელისო ჯანაშიაზე განხორციელებული ძალადობრივი ფაქტი.

კომენტარები