ფოთში საჯარო სამსახურში დასაქმებულებმა გაზრდილი ოდენობით ხელფასები უკვე აიღეს. ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულთა ხელფასების გაზრდის შედეგად მიმდინარე წელს ფოთის ბიუჯეტში სახელფასო ფონდი 104 ათას 360 ლარით გაიზარდა. ხელისუფლებას არსებული ბიუჯეტით გაზრდილი ხელფასის 2ჯერ გაცემა მოუწევს. აქვთ თუ საკმარისი შემოსავალი ბიუჯეტს და რა ფინანსური რესურსით აპირებენ წლის ბოლოს გაზრდილი ხელფასების დარიგებას?

ფოთის მერია–საკრებულოსა და მათ დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურებში 300 ადამიანია დასაქმებული. 1 წლის სახელფასო ფონდი 2მლნ 763, 800 ლარს შეადგენს, თუმცა მომავალ წლის ბიუჯეტში ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაახლოებით 627 ათასი ლარით მეტი თანხა უნად გაითვალისიწნოს.

მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის, სულხან თოლორდავას განმარტებით, ამჟამად 2თვის ხელფასის გასაცემად ბიუჯეტს შესაბამისი ფინანსური რესურსი გააჩნია და მისი თქმით, ხელფასები ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული გამოთანაბრებითი ტრანსფერით დარიგდება.

კანონის თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლება ხარჯების დასაფინასებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერებს იღებს, რომლის ოდენობა და მიზნობრიობა წინასწარაა განსაზღვრულია.

ხელფასების გაზრდის გამო მოუწია თუ არა ადგილობრივ ხელისუფლებას სხვა ხარჯების შემცირება და კონკრეტულად, რისი? თოლორდავა არ აკონკრეტებს.

9თვის მონაცემებით ბიუჯეტში დაგეგმილზე დაახლოებით 2მლნ –ზე მეტით ნაკლები თანხა შევიდა. მიზეზად თოლორდავა ტრანსფერის არ მიღებას ასახელებს.

“ეს 2მლნ არის ტრანსფერიდან მისაღები თანხა, რომელიც არ მოგვითხოვნია, რადგანაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები რისთვისაცაა განკუთვნილი თანხა ჯერ დსრულებული არაა.”– განმარატვს თოლორდავა.

მიმდინარე წელს ფოთის ბიუჯეტი 32მლნ 344ათას 800 ლარის ოდენობითაა დაგეგმილია, აქედან 17მლნ ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით მისაღები თანხაა.

ამ ეტაპზე ხელისუფლებამ დაახლოებით 15მლნ ლარი უკვე მიიღო. ფინანსური დახმარება სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდა

წინასაარჩევნო პერიოდში ქალქში გზების, მრავლასართულიანი ბინების ფასადების, სახურავებისა და სანიაღვრე არხების სარემონტო სამუშაოების ჩატარება დაიწყო, თანხის გამოყოფა კი შემდგომ თვეში.

სამუშაოების ნაწილი ჯერ დასრულებული არაა, საკრებულოს თავმდომარის, ვანო საღინაძის TSpress-თან გაკეთებული განცხადებით, ქალაქში მიმდინარე ყველა სარემონტო–სამშენებლო სამუშაოები გეგმის თანხმად, ჩვეულებრივ გაგრძელდება და ხელშეკრულებით გათვალისიწნებულ ვადებში დასრულდება.

საჯარო მოსამსახურეებისთვის ხელფასების გაზრდის ინიციატივით პრეზიდენტი არჩევნების შემდეგ გამოვიდა.

მიმდინარე წლის 12 ოქტომბრის №945 ბრძანებულების თანახმად, თვითმმართველი ქალაქების საკრებულოს თავმჯდომარეები და მერები 2 480 ლარის ნაცვლად 2 750 ლარს მიიღებენ, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები 1500 ლარის მაგივრად 2 150 ლარს.

მერის მოადგილეებს ხელფასი 1 250 ლარიდან 2 050 ლარამდე ეზრდებათ, სამსახურის უფროსებსა და საკრებულოს აპარატის უფროსებს კი 900-დან 1 490 ლარამდე. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულების ხელფასი 800-დან 1 250 ლარამდე გაიზარდა.

ხელფასები გაეზარდათ მუნიციპალიტეტების საკრებულოების თანამშრომლებსაც.

mzeratv- ისთან საუბრისას ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი, ნოდარ ხადური განმარატვს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობაში დასაქმებულთა ხელფასების აგზრდის მიზანი ამ ორგანოების იმ თანამშრომლების მორალური და ფინანსური მხარდაჭერა, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან “ნაციონალურ მოძრაობაში”

2010 წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა” რჩება.

კომენტარები