ენერგოსფეროში მინისტრობის კანდიდატ კალაძის ბიზნესინტერესების შესახებ კითხვა ბიძინა ივანიშვილს გივი თარგამაძემ დაუსვა.

“ისაუბრეთ ენერგომაფიასა და ელიტარულ კორუფციაზე, ის, რომ ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატს გააჩნია ფირმა იყო თუ არა ის ენერგომაფიაში კავშირში, რამდენად სწორად თვლით იმას, რომ კანდიდატად დასახელების დროს მან არ განაცხადა ამ ფირმის მფლობელობის შესახებ მანამ, ვიდრე ჟურნალისტებმა არ გამოშკავარავეს.”– აღნიშნა თარგამაძემ.

ივანიშვილის განმარტებით, კახი კალაძემ იცის როგორ მართოს მისი საკუთრება და ის ცივილიზებული მეთოდებით იმოქმედებს.

მისი განმარტებით, კალაძე კანონმდებლობის ნორმების დაცვით მოახრეხებს ამ ქონების გასხვისებას ან მიმართავს სხვა კანნით გათვალისწნებულ მეთოდს მიმართავს

“კახი კალაძეს ბიზნესი ქონდა და კორუფციაში მონაწილეობდა ცოტა აბსურდულად მეჩვენება. თუ თქვენ კონკრეტულად ფაქტები, რომ ის გარიგებაში იყო თქვენთან ან რომელიმე წევრთან გამობრძანდით და დაასახელეთ.”– განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში ელიტარული კორუფციის მტკიცებულებებს სასამართლოს გზით წარმოადგენენ.

კომენტარები