საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანისთვის ხელმოწერების შეგროვება TSpress– ის მიერ ორგანიზებულ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, იურისტებთან და მესაკუთრეებთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა.

პარალელურ რეჟიმში, კომპენსაციის მოთხოვნის მიზნით, ინტერნეტგამოცემის ოფისში მიმდინარეობს საჩივრის მომზადება, რომლითაც მესაკუთრეები ფოთის საქალაქო სასამართლოს მიმართავენ. ორგანიზაციას კონსულტაციას უწევენ: “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს”იურისტის, დავით მხეიძეს განცხადებით, მესაკუთრეებს საკუთრების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი გააჩნიათ იმისათვის, რომ სასამართლოს მიმართონ. მისი თქმით, სასამართლოს სამართლიანად ჩატარების შემთხევაში, მათ კომპენსაციის მიღების დიდი შანსი აქვთ.

2010–2012წწ ფოთის მერის, ვახტანგ ლემონჯავას გადაწყვეტილებით, ქალაქის მასშტაბით, 3 ათასამდე ავტოფარეხი დაინგრა, საიდანაც 300-მდე მოქალაქეს საკუთრების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი ჰქონდა, თუმცა, მერიას კომპენსაცია არც ერთ შემთხვევაში არ გაუცია.

„ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრი“(TSpress.ge), საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების(G-PAC)-ის პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს “მოქალაქეები საკუთრების უფლების დასაცავად”, რომელიც საკუთრების უფლებაშელახულთა სამართლებრივ დახმარებასა და საკუთრების უფლების აღდგენაში მოქალაქეთა ადვოკატირებას ითვალისწინებს.

ყველა მოქალაქეს, რომელსაც საკუთრების უფლებაზე აქვს რაიმე სახის პრობლემა სახელმწიფოსთან, შეუძლია მიმართოს ორგანიზაციას მისამართზე: ფოთი, კოსტავას ქ.# 20/36 ტელ: (0493) 27 94 84.

საკრებულოსთვის კომპენსაციის მოთხოვნით მისამართ პეტიციაზე ხელის მოსაწერად, მოქალაქეებს შეუძლიათ მომართვა ამავე მისამართზე.

კომენტარები