პატიმრის დის განცხადებით, ამ დროისთვის პატიმარი გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მისი თქმით, პატიმარი ფილტვების ოპერაციას საჭიროებს და მას სათანადო მკურნალობა არ უტარდება.

“თავიდან გადაყვანილი იყო “ნიუ ჰოსპიტალში”, სადაც უთხრეს, რომ სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა, თუმცა ჩემ ძმამ არ გააკეთებინა და ჯერ გამოკვლევა ითხოვა. ამის შემდეგ დღეს დილით გლდანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იყო საუბარი მისი გათავისუფლების შესახებ, რომ ოჯახს მიეხედა, მაგრამ ახლა ამბობენ, რომ პატიმარი კარგადაა და რაღაც გამოკვლევები უტარდება. არადა სისხლს ანთხევს, ვერ სუნთქავს და როგორ შეიძლება კარგად იყოს, სერიოზული გამოკვლევა ესაჭიროება”– აღნიშნავს TSpress-თან საუბრისას პატიმრის და.

მისი თქმით, დღეს დაკავებული პრობაციისა და სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა და უფლებადამცველმა, ნანა კაკაბაძემ მოინახულეს.

ნანა კაკაბაძეს, განმარტებით, პატიმარი ცუდად იყო და სისხლს აღებინებდა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, 22 წლის პატიმრის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

–”პატიმრის მდგომარეობის შესახებ თავად მინისტრისგან მივიღე ინფორმაცია, სუბარმა დამიდასტურა, რომ პატიმარი საავადმყოფოში გუშინ გვიან ღამით გადაიყვანეს. მუდმივი კონტაქტი მაქვს პატიმრის ოჯხის წევრებთან”– განმარტა TSpress-თან საუბრისას ბესელიამ.

მისი განმარტებით უცნობია, გადაიხედება თუ არა აღნიშნული პატიმრის საქმე და გაათავისუფლებენ თუა არა მას პატიმრობიდან.

22 წლის პატიმარი ხობის რაიონის მკვიდრია, დამხარებისთვის პატიმრის ოჯახის წერვებმა “ქართული ოცნების” ფოთის ორგანიზაციას მიმართა, სადაც სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის სახელზე წერილიც დაწერა. ოჯახი დაკვებულის სათანადო მკურნალობას და სასჯელის ფორმის შეცვლას ან ვადამდე ადრე გათავისუფლებას ითხოვს.

პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და დასახმარებლად ოჯახმა თავდაპირველად მინისტრს პირადად ესაუბრნენ

“როცა გავიგეთ, როგორ მძიმედ იყო, ვითხოვდით მის საავადმყოფოში გადაყვანას, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ მინისტრის ნომერი გავიგეთ და ჩემ ძმამ დაურეკა , თუმცა მან ბოლომდე არ მოგვისმინა, ყველა პატიმრის ოჯახს მე ვერ ვუპასუხებო, ცხელი ხაზი ამოქმედდება და მათ დაუკავშირდითო და ტელეფონი გათიშა, ვერ მოვასწარით, გვეთქვა, რომ საქმე მძიმე ავადმყოფ პატიმარს ეხებოდა.”– აცხადებს TSpress- თან საუბრისას პატიმრის და.

პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსელ Facebook-ში გუშინ გავრცელდა

ჟურნალ “ლიბერალთან” სუაბარში მინისტრმა აღნიშნული უარყო: “ასეთი ისტორია არ მომისმენია, – განაცხადა მინისტრმა ჩვენთან საუბარში – მსგავსი სისულელე, – “ყველა პატიმარს მე ვერ მივხედავ”, არსად მითქვამს.”– განამარტა სუბარმა.

სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში, პატიმრების მოინახულების შემდეგ სუბარის გადაწყვეტილებით, 300-მდე პატიმარი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდება.

კომენტარები