იგორ ტყებუჩავას თქმით, იგი სამეგრელოს პროკურორის პირადი ინტერესების გამო იყო დაპატიმრებული. ტყებუჩავა, ხობის გამგებლად მუშაობის პერიოდში, ზეწოლაზე საუბრობს.

ტყებუჩავას განმარტებით, მისი დაკავების ერთ–ერთი მიზეზი ახალაიას პირადი კეთილდღეობის განმტკიცება და სააკაშვილის გულის მოგება იყო. მისი თქმით, 1 წლის განმავლობაში ის როლანდ ახალაიას პირადი შურისძიების გამო იყო დაპატიმრებული.

ახალაიას მიერ სააკაშვილის საამებლად და პირადი ოჯახური კეთილდღეობის განსამტკიცებლად მისი პირადი აგენტის, ე.წ ინდმეწარმის, ყოფილი პოლიციელის გამოყენებით, პროვოცირებით, ფაბრიკაციით, ღამით კაბინეტში უკანონოდ კარების გატეხვითა და ე.წ ნივთმტკიცებულებების ჩადებით, მე, რაიონის გამგებელი, გლდანის საპყრობილეში აღმოვჩნდი უკანონოდ დაპატიმრებული და გავხდი პოლიტპატიმარი– აცხადებს ინფო9 სთან საუბრისას ტყებუჩავა.

ყოფილი გამგებელი აცხადებს, რომ როლანდ ახალაია ეჭვმიტანილია მექრამეობის რამდენიმე ეპიზოდში, სახელმწიფო ბიუჯეტის გამომძალველობაში, არჩევნების გაყალბებაში, ე.წ ნივთმტკიცებულებების ჩადებაი, განსხვევებული აზრის მქონე ადამიანების ნეკნების ჩამტვრევაში, დევნასა და დაკავებაში, ასევე უკანონო მოსმენებში.

ახალაიამ პასუხი უნდა აგოს ყველა ადენილი დანაშაულისთვის. ეს იყო ადამიანი რომელიც კანონის უზენაესობას ფეხქვეშ ელავდა,– აღნიშნავს ტყებუჩავა.

მისი განცხადებით, ახალაია არის კრიმინალი და მრავალ დანაშაულებებში ეჭვმიტანილი, ამიტომ მის მიმარ უნდა აღიძრეს საქმე.

“მან მრავალ ადამიანს ცხოვრება უქცია ჯოჯოხეად. ვაპირებ ამ დღეებში მის წინაღმდეგ შევიტანო საჩივარი, რათა აღსრულდეს სამართალი და დაისაჯოს ისე, როგორც იმსახურებს,”– აცხადებს ტყებუჩავა.

კომენტარები